ვლადიმერ ვისოცკი – “ეპიზოდი”
პოპულარული რუსი მუსიკოსი,კომპოზიტორი და მსახიობი – ვლადიმერ ვისოცკი (1938-1980 წლები),ახალგაზრდულ ასაკში ყოფნის პერიოდში ერთობ ეტანჯებოდა ალკოჰოლურ სასმელებს და მთვრალი,ხშირად აწყობდა დებოშებს ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში.მის ბიოგრაფიაში ასეთი შემთხვევები მრავლად მოიპოვება.ყოფილა შემთხვევები,როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ვისოცკის სხვადასხვა რესტორნებში მომხდარი ჩხუბის დროს ჭურჭელი დაუმსხვრევია,რის გამოც არაერთხელ მოხვედრილა მილიციის განყოფილებებში.ერთხელ,მორიგი ქეიფის ჟამს,ვლადიმერი კვლავაც ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა.ჩხუბს რესტორნის ჭურჭლის მსხვრევაც თან მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) რესტორნის ადმინისტრაციამ იმისათვის,რომ მილიცია არ გამოეძახებინა და ყველაფერი მშვიდად დასრულებულიყო,ვისოცკის,მის მიერ დამსხვრეული ჭურჭლის საფასურის გადახდა მოსთხოვა,თუმცა რუს მუსიკოსს საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა, და ის იყო,ადმინისტრატორს მილიციაში უნდა დაერეკა,რომ მეზობელ სუფრაზე მჯდომმა ახალგაზრდა გოგონამ თითიდან ამეთვისტოს თვლიანი საგვარეულო ოქროს ბეჭედი მოიძრო და იგი,ვისოცკის მიერ დამსხვრეული ჭურჭლის ზარალის ანაზღაურების მიზნით ადმინისტრატორს გაუწოდა.ვლადიმერისათვის უცნობი გოგონა გახლდათ კინომსახიობი – ლუდმილა აბრამოვა,რომელთანაც ვისოცკიმ 1965 წლის 25 ივლისს იქორწინა.ცნობისათვის,აღნიშნული ქორწინება ვლადიმერისათვის რიგით მეორე ქორწინება გახლდათ (სულ ვისოცკი სამჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში).ლუდმილასთან თანაცხოვრებაში ვლადიმერს ორი ვაჟი შეეძინა.ვისოცკისა და აბრამოვას წყვილი ერთმანეთს 1970 წლის 10 თებერვალს გაეყარა. (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ ვისოცკი და ლუდმილა აბრამოვა პატარა ვაჟიშვილთან ერთად