ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,გამომგონებელი,მხატვარი და მოაზროვნე - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ერთობ აბუჩად იგდებდა ფიზიოგნომიკას (უძველესი ოკულტური მეცნიერება,რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ნაწილების,განსაკუთრებით სახის ნაკვთების საშუალებით დააგინოს მისი ხაისათის ნიშან-თვისებები).თუმცა,ლეონარდოს განსაკუთრებით ძულდა – ნეკრომანტია (გარდაცვლილთა სულებთან კავშირი).აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,და ვინჩი მეტად მკვახედ გამოხატავდა საკუთარ აზრს.კერძოდ:
“ნეკრომანტია უგუნური ბრბოს ბელადია.ბრიყვ და ბნელ ადამიანებს გამუდმებით მოჰყავთ რაღაც სულელური მაგალითები და წიგნებიც სავსეა ათასგვარი მონაჩმახით.ისინი ამტკიცებენ,რომ შელოცვებსა და სულებს მოქმედების უნარი აქვთ,რომ მათ შეუძლიათ ლაპარაკი,თუმცა არა აქვთ ენა და სხვა საჭირო ორგანოები,რომელთა გარეშეც შეუძლებელია მეტყველება.თურმე შეუძლიათ მძიმე ტვირთის ტარება,აღძრავენ ქარიშხალს,მოჰყავთ წვიმა… რომ თითქოს ადამიანები გადაიქცევიან ხოლმე კატებად,მგლებად და სხვა მხეცებად,თუმცა,მხეცებში სახლდებიან პირველ რიგში სწორედ ისინი,ვინც ამგვარ რაღაცებს ავრცელებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)