თვალის მაკიაჟი – “ეპიზოდი”
რიგი ისტორიული დოკუმენტების თანახმად,თვალის მაკიაჟი პირველად ადამიანმა გამოიყენა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 4000 წელს და მას შემდეგ თვალის მაკიაჟს არასოდეს დაუკარგავს აქტუალურობა სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხებში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გამოგონების სამშობლოდ ძველი ეგვიპტე მიიჩნევა.ტუშის შესაქმნელად ძველ ეგვიპტელი ოსტატები იყენებდნენ სხვადასხვა მინერალების შენარევებს.მაგალითად,შავი ფერის მისაღებად გამოიყენებოდა - გალენიტის (გოგირდოვანი ტყვია) ნაზავი ჭვარტლთან,ხოლო მწვანე ფერის მისაღებად კი გალენიტის შენარევი მალაქიტის მინერალთან.საყურადღებოა ის გარემოება,რომ თვალის მაკიაჟს უძველეს ეგვიპტეში არა მხოლოდ მანდილოსნები გამოიყენებდნენ,არამედ მამაკაცებიც ფართოდ მოიხმარენ,რადგან ეს ატრიბუტი ამა თუ იმ ადამიანის სტატუსის მაჩვენებელი ერთ-ერთი ფუნქციის მატარებელი იყო.გარდა ამისა,ეგვიპტელებს სჯეროდათ,რომ სწორად შერჩეული თვალის მაკიაჟი მათ ავი თვალისა და სხვადასხვა სახის დაავადებებისაგან იცავდა.მოგვიანებით,კოსმეტიკის დეკორატიულმა საშუალებამ ფართოდ მოიცვა რომის იმპერია,საიდანაც გავრცელებული იქნა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)