ფუკუროკუძიუ – “ეპიზოდი”
ფუკუროკუძიუ – “ამომავალი მზის” ქვეყნის შვილების – იაპონელების მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა ბედნიერების შვიდი ღმერთიდან ერთ-ერთ მათგანს,რომელიც გასაოცარი სიბრძნით იყო გამორჩეული.(ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,სწორედ მას განიხილავდნენ სამხრეთ პოლარული ვარსკვლავის მბრძანებლადაც.მითოლოგიისვე თანახმად,იგი ცხოვრობდა ძვირფას სასახლეში,რომელსაც გარს ერტყა სურნელოვანი ბაღი,რომელშიც სხვა უამრავ მცენარესთან და ყვავილთან ერთად ხარობდა “უკვდავების ბალახი”.იაპონელები ფუკუროკუძიუს გამოსახავდნენ ტიპიური დაოსელი წმინდანის სახით,რომელსაც ხელთ ეპყრა მარაო.თუმცა ერთი განსხვავებით: ფუკუროკუძიუს თავი სხვა დაოსელი წმინდანებისაგან განსხვავებით მოგრძო ფორმით გამოირჩეოდა,რაც თავის მხრივ დაკავშირებული გახლდათ ისეთ ეგზოტერულ სიმბოლოსთან,როგორიც არის – ფალისტური კულტი.
ფუკუროკუძიუზე მკითხველის ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ მოხატული თოჯინის ფორმის ხის სათამაშოები,რომელთა შიგნითაც მომცრო ზომის მსგავსი თოჯინებია ჩაწყობილი და რომელსაც – “რუსულ მატრიოშკებად” იცნობს დღეისათვის მთელი მსოფლიო,სინამდვილეში იაპონურ პროტოტიპს წარმოადგენს,რადგან პირველი მოხატული ხის თოჯინები,რომელზედაც ფუკუროკუძიუ იყო გამოსახული,სწორედ “ამომავალი მზის” ქვეყანაში მზადდებოდა (გარდა ამისა,იაპონიაში ერთობ გავრცელებული გახლდათ – ბოდჰიდჰარმას განსახიერების მქონე დარუმას გამოსახულებიანი ხის თოჯინებიც).იაპონელები,ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად სტუმრობდნენ და სტუმრობენ ახლაც,ბედნიერების,განათლებისა და სიბრძნის ღმერთის – ფუკუროკუძიუს სახელზე აგებულ ტაძრებს,სადაც მისივე გამოსახულების მქონე მცირე ზომის ხის სათამაშოებს ტოვებენ. (ავტორი გენია.ჯი)
1890 წელს მოსკოვში განთავსებულ სათამაშოების ფაბრიკაში,სახელწოდებით – “ბავშვების აღზრდა”,რუსი მეწარმისა და მეცენატის – სავა მამონტოვის მიერ შეტანილი იქნა კუნძულ ჰონსიუდან წამოღებული ფუკუროკუძიუს გამოსახულებიანი ხის იაპონური თოჯინები,რამაც ცნობილ რუს მხატვარს – სერგეი მალიუტინს შთაბერა სული დაემზადებინა რუსულ ტრადიციებზე დაყრდნობილი ანალოგიური ჟანრის მქონე სათამაშოები (იმ პერიოდში ერთობ მოდური გახლდათ იაპონური და ზოგადად,აღმოსავლური მოდერნი,ფილოსოფია და მისტიციზმი).სწორედ ამ პერიოდიან დაიწყო რუსეთის იმპერიაში დღეისათვის ესოდენ პოპულარული – მატრიოშკების წარმოება,რომელთაც დილეტანტები რუსულ სათამაშოდ მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)
ფუკუროკუძიუს გამოსახულებიანი ხის თოჯინები
რუსული მატრიოშკები
სავა მამონტოვი (ფუკუროკუძიუს გამოსახულებიანი ხის თოჯინების რუსეთში პირველი შემტანი)
სერგეი მალიუტინი (მატრიოშკების პირველი შემქმნელი)