ძველი ჩინელების საკვირველი ტრადიცია
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ძველი ეპოქის ჩინეთში,მშობლებს დაბადების დღეზე შვილები,საჩუქრის სახით - “კუბოს” გადასცემდნენ.დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად,მშობლებისადმი დაბადების დღეზე “მირთმეული” კუბო,შვილების მიერ მათდამი გამოჩენილ ერთობ სანაქებო საქციელად მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ნაჩუქარ კუბოს,ის ადამიანი,ვისთვისაც იყო იგი განკუთვნილი,სახლში სათუთად ინახავდა თავისივე აღსასრულამდე.მშობლებისადმი განკუთვნილი კუბო მზადდებოდა ყოველგვარი ლურსმნის გამოყენების გარეშე.თუკი ის განკუთვნილი იყო ღარიბი ფენის წარმომადგენლისათვის,მაშინ მას შავი ფერის ლაქით ღებავდნენ,ხოლო თუკი მდიდარი სოციალური ფენისათვის წარმომადგენლისათვის,ამ შემთხვევაში იგი წითელი ფერის ლაქით იღებებოდა.სასახლის სახურავზე აწერდნენ არა მხოლოდ იმ ადამიანის სახელსა და გვარს,ვისთვისაც ეს უცნაური საჩუქარი იყო განკუთვნილი,არამედ მის წარმომავლობას,საქმიანობას,დაბადების თარიღსა და ბოლოს,გარდაცვალების თარიღსაც.კუბოს გვერდები კი სხვადასხვა სახის ნახატებით ფორმდებოდა.ასეთი სახის მქონე სასახლეები მეტად ძვირად ფასობდა ძველ ჩინეთში,რის გამოც მის შეძენას ღარიბი მოსახლეობა იშვიათად ახერხებდა.სამაგიეროდ,ყოველი შემთხვევისათვის,ერთი კუბოს ნაცვლად ორს ყიდულობდნენ მდიდარი და გავლენიანი ჩინელები. (ავტორი გენია.ჯი) ჩინელთა მოსაზრებით,”სიკვდილისათვის შესამზადებლად” აუცილებელი იყო,ადამიანს წინასწარვე შეეძინა არა მხოლოდ კუბო,არამედ დაკრძალვისათვის აუცილებელი ტანისამოსიც. (ავტორი გენია.ჯი) თუკი აღნიშნულ ნივთებს ისინი სიცოცხლეში არ შეიძენდნენ,ამ შემთხვევაში მათ იმდენი თანხა მაინც უნდა დაეტოვებინათ შთამომავლებისათვის,რომ გარდაცვალების შემთვევაში ერთიც შეეძინათ მისთვის და მეორეც.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ შვილები თავიანთ მშობლებს,დასაკრძალად საჭირო ტანისამოსს მაშინ ჩუქნიდნენ,როდესაც ისინი 59 წლის ასაკს მიაღწევდნენ.ასეთი ქმედება შვილების მიერ საკუთარი მშობლებისადმი გამოვლენილი თაყვანისცემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქმედებას წარმოადგენდა.დიდ პატივად მიიჩნეოდა ჩინური შოუს მაგიური იეროგლიფებით დამშვენებული მუქი ლურჯი შეფერილობის მქონე აბრეშუმის სამოსის ჩუქება,რადგან იგი მიჩნეული გახლდათ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების უნარის მქონე ჯადოსნურ ტანისამოსად.ცნობილია ისიც,რომ აღნიშნული ტანისამოსით მათი მფლობელები განსაკუთრებული მნიშვნელობის დღესასწაულებზე სიცოცხლეშივე იმოსებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)