პავლე I – “ეპიზოდი”
როგორც ირკვევა,რუსეთის იმპერატორი - პავლე I (1754-1801 წლები),დიდი მოყვარული ყოფილა ისეთი ინტელექტუალური თამაშისა,როგორიც არის – ჭადრაკი, და კარგი თამაშითაც გამოირჩეოდა თურმე. (ავტორი გენია.ჯი) მისი სიყვარული ჭადრაკის მიმართ იმდენად დიდი ყოფილა,რომ შანსს არ უშვებდა ხელიდან ჭადრაკის მოყვარულებთან გაემართა სათამაშო პარტიები.ერთხელ,პავლეს ქვეშევრდომებმა აცნობეს,რომ სატუსაღოში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებული იმპერატორს მუდმივად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა.პავლე აღნიშნულმა ფაქტმა ერთობ აღაშფოთა და ქვეშევრდომებს მსჯავრებულის მასთან მიყვანა უბრძანა.თუმცა იმის ნაცვლად,რომ პავლეს პატიმრისათვის ის მიზეზი გამოეკითხა,თუ რატომ აძაგებდა მას,შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:
- იცით თუ არა,ჭადრაკის თამაში?
- დიახ,ვიცი, – მიუგო დამფრთხალმა და გაკვირვებულმა ტუსაღმა იმპერატორს…
მათ შორის სამი საჭადრაკო პარტია გაიმართა,რომელთაგან სამივე მსჯავრდებულმა მოიგო.დამარცხებულმა იმპერატორმა კი ყველასათვის მოულოდნელად ბრძანა:
- ახლავე გაანთავისუფლეთ მსჯავრდებული,რადგან შეუძლებელია ჭადრაკის ასე შესანიშნავად მოთამაშე ადამიანი – დამნაშავე იყოს.
პავლე I-ის ბრძანება უმალვე იქნა შესრულებული და სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფი პატიმარი მისდა გასაოცრად,სრულიად თავისუფალი ადამიანი გახდა. (ავტორი გენია.ჯი)