იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთ უმშვენიერეს ყვავილს – ვარდს – “ყვავილების დედოფალი” პირველად დიდმა ძველ ბერძენმა ლირიკოსმა პოეტმა ქალმა – საფომ (ძვ.წ.აღ-ით 630-570 წლები) უწოდა.თუმცა საფომდე,ამ იშვიათი სილამაზისა და სურნელების მქონე ყვავილს ძველი ბერძნები – “ყვავილების მეფედ” მოიხსენიებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
2. “დედამიწის ქუდად” წოდებულ ჰიმალაის მთებში მობინადრე იაკების ხილვა ზღვის დონიდან 6 100 მეტრ სიმაღლეზეც კია შესაძლებელი.
3. 1947 წლის 23 თებერვალს დაარსებული იქნა “სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია” (იგივე – ISO),რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მიღება. 1980 წელს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დადგენილი იქნა “ჩაის მოხარშვის საერთაშორისო სტანდარტი”,რომელიც დღემდე მოქმედებაშია.
4. ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებულ ასურულ ისტორიულ დოკუმენტებში ხაზგასმულია ის ფაქტი,რომ ნოეს მიერ აგებულ ბიბლიურ კიდობანში – ლუდი ინახებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
5. ბრიტანული ავტომობილების მწარმოებელი ლეგენდარული კომპანიის – Rolls-Royce Limited-ის მიერ წარმოებული ავტომანქანების ბამპერებზე განთავსებული სიმბოლოს – “მფრინავი ლედის” (ასევე შესაძლებელია მოვიხსენიოთ,როგორც – “ექსტაზის სული”) სტატუის სტანდარტული ღირებულება – 5 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.ცნობისათვის,აღნიშნული სტატუა 1923 წლიდან მონტაჟდება როლს-როისის მიერ გამოშვებულ ყველა ავტომობილზე და თითოეული მათგანი მზადდება არა თანამედროვე მოწყობილობებითა და რობოტების საშუალებით,არამედ ხელით.შემკვეთზე დამოკიდებულია ის,თუ რომელი ლითონისაგან დამზადდება “ექსტაზის სული”.შესაბამისად,მისი ფასი დამოკიდებულია ქანდაკებისათვის საჭირო ძვირფასი ლითონის ფასზე.
6. სასულე მუსიკალური საკრავი – ფაგოტი,მუდმივად ნეკერჩხლის ხისაგან მზადდება.
7. შურუფი – ატვერკასთან შედარებით (გამოიგონეს დაახლოებით XV საუკუნეში გერმანიასა და საფრანგეთში) ძალიან დიდი ხნით ადრე იქნა გამოგონებული.აღნიშნული გამოგონების ავტორად მიჩნეულია დიდი ძველ ბერძენი მეცნიერი,მექანიკოსი და მათემატიკოსი – არქიმედე (ძვ.წ.აღ-ით 287-212 წლები).მის მიერ გამოგონებულ ინოვაციურ პროდუქტს კი სახელად – “არქიმედეს ვინტი” ეწოდა. (ცნობისათვის,აღნიშნული ინფორმაცია არც ერთ ენაზე არ გააჩნია ისეთ უდიდეს ინტელექტუალურ ვიკი-ენციკლოპედიასაც კი,როგორიც გახლავთ – “ვიკიპედია”. – ავტორი გენია.ჯი)
8. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 1914 წლისათვის გერმანულ კოლონიებში 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა,ხოლო ბრიტანულ კოლონიებში კი 400 მილიონი ადამიანი.
9. სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოს ეროვნული ჰიმნი დაწერილი იქნა 1902 წელს.თუმცა,მისი ავტორი გახლავთ არა რომელიმე ტაილანდელი კომპოზიტორი,არამედ რუსი კომპოზიტორი და პიანისტი – პეტრე შურკოვსკი (1850-1908 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)
10. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ჯუჯა-კუნძული რესპუბლიკა – ნაურუ,ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე,რომელსაც დედაქალაქი არ გააჩნია.