ალბერ კამიუ – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ საფრანგეთში მასობრივად დაიწყო გერმანელ ფაშისტებთან მოთანამშრომლე ფრანგი კოლაბორაციონალისტების (მოღალატეების) საჯარო დასჯები. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ომის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი ფრანგი თანამშრომლობდა ოკუპანტ ჰიტლერელებთან,მათ შორის ინტელიგენტებიც.გამოჩენილი ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი – ჟან პოლ სარტრი (1905-1980 წლები) გამოვიდა იდეით,სიკვდილით დაესაჯათ თითოეული ფრანგი კოლაბორაციონალისტი.თუმცა,სარტრის ამ არაჰუმანურ იდეას კატეგორიულად დაუპირისპირდა თავისი ანტიფაშისტური ხედვებით ცნობილი დიდი ფრანგი მწერალი და ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი - ალბერ კამიუ (1913-1960 წლები),რომელიც თავის მხრივ სარტრის უახლოესი მეგობარი იყო.იგი აცხადებდა,რომ ფრანგებს და ზოგადად,ადამიანებს,მორალი ბევრად უფრო მაღლა უნდა დაეყენებინათ,ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა და არ შეიძლებოდა ყველაზე ცუდი ადამიანების სიკვდილით დასჯაც კი.შესაბამისად,კამიუმ საფრანგეთის ხელისუფლებას ფრანგი კოლაბორაციონისტების შეწყალების თხოვნით მიმართა.მისმა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ იმდენად დაძაბა ურთიერთობა კამიუსა და სარტრს შორის,რომ მათ შორის არა მხოლოდ მეგობრობა დასრულდა,არამედ ალბერმა უარიც კი განაცხადა იგი ეგზისტენციალისტად მოეხსენებინათ. (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-პოლ სარტრი