იოჰან შტრაუსი (შვილი) – “ეპიზოდი”

ერთხელ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ,მომლოცველებისაგან დაცლილ ეკლესიაში,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მყოფი – იოჰან შტრაუსი “შვილი” (1825-1899 წლები),საეკლესიო ორღანზე ვალსს უკრავდა. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად მას თავზე წამოადგა აბატი,რომელიც ეკლესიაში ვალსის დაკვრამ ერთობ გააღიზიანა:

- რას აკეთებ? ნუთუ ღვთის ტაძარში ვალსის დაკვრა არის შესაძლებელი? – წამოიძახა შეშფოთებულმა აბატმა.

- წმინდაო მამაო,მე იმ ენაზე ვადიდებ უფალს,რომელიც ბავშვობაში შემასწავლეს, – უპასუხა მშვიდად იოჰანმა და კვლავაც დაკვრა განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება