ულის სიმპსონ გრანტი – “ეპიზოდი”
იუნონის ჯარების წამყვან გენერალს აშშ-ის სამოქალაქო ომში და ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს – ულის სიმპსონ გრანტს ( 1822-1885 წლები),რბილად რომ ვთქვათ,ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი) აშშ-ის სამოქალაქო ომის მიმდინარებისას მის მიერ მიღწეული წარმატებები მათში კიდევ უფრო დიდი გაღიზიანების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა.მამაცი და წარმატებული გენერლის მტრები ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობდნენ მისი სახელისათვის როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ.ერთხელ,ულისის ერთ-ერთმა არაკეთილმოსურნემ აშშ-ის პრეზიდენტს – აბრაამ ლინკოლნს მოახსენა,რომ გრანტი პირწავარდნილი ლოთი იყო და დაელოდა მის მკაცრ რეაქციას თავისი გენერლის მისამართით.თუმცა,მისდა სამწუხაროდ,ლინკოლნისაგან,რომელმაც კარგად უწყოდა გრანტის მიერ ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცის შესახებ,შემდეგი პასუხი მოისმინა:
- ესე იგი გრანტი ლოთია! ასეთ შემთხვევაში ისიც მითხარით,რომელი მარკის ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებს იგი უპირატესობას,რათა გავცე ბრძანება,რომ კასრებით გავუგზავნო გრანტის რჩეული ალკოჰოლური სასმელები ჩემს სხვა გენერლებს?! – (ავტორი გენია.ჯი)