სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
90 წლის ასაკში მყოფი გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული ექს-პრემიერ მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები),ლონდონის უნივერსიტეტს ეწვია,რათა მოსახლეობისათვის მის მიერ განვლილი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში ჩაებარებინა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის ხილვა ყველას ეწადა,რის გამოც ბრიტანელები შორეული ქალაქებიდან დაიძრნენ ქვეყნის დედაქალაქისაკენ.უნივერსიტეტის დარბაზი ხალხით გადაიჭედა.მიუხედავად იმისა,რომ დარბაზის კიბეებზეც კი აღარ დარჩა დასადგომი ადგილი,მსურველები დარბაზმა სრულად მაინც ვერ დაიტია.ხანდაზმული ჩერჩილი აღაფრთოვანა და ერთობ ააღელვა მისდამი გამოჩენილმა ესოდენ დიდმა სიყვარულმა.პირველი ტრიბუნასთან უნივერსიტეტის დეკანი მივიდა და დამსწრე საზოგადოებას ამცნო,რომ მათ წინაშე იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრიტანელი და იქვე განმარტა,რომ უინსტონს უნდა წაეკითხა მის მიერ განვლილი ცხოვრების შემაჯამებელი დასკვნა.ჩერჩილი ტრიბუნასთან გამაყრუებელი ოვაციების ფონზე ავიდა,თუმცა მალევე შეწყდა ოვაციები და დარბაზი მისი ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის მოლოდინში გაირინდა.
” – არასოდეს,არასოდეს,არასოდეს,არასოდეს,არასოდეს არ დანებდეთ!” – წარმოთქვა აღელვებულმა ჩერჩილმა და ამით დაიწყო და ამითვე დაასრულა თავისი გამოსვლა უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე.თავდაპირველად,დამსწრეებმა კარგად ვერ გაითავისეს უინსტონის მიერ წარმოთქმული სიტყვების არსი,თუმცა როდესაც ჩაწვდნენ მის ღრმა შინაარს,გამაყრუებელმა ოვაციებმა იქუხა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სწორედ ეს სიტყვები იქცა შემდგომში – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილის ყველაზე საუკეთესო საჯარო გამოსვლად. (ავტორი გენია.ჯი)