ჯონათან სვიფტი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდმა ირლანდიელმა მწერალმა-სატირიკოსმა,პუბლიცისტმა და ფილოსოფოსმა - ჯონათან სვიფტმა (1667-1745 წლები),თავის მოსამსახურესთან ერთად ბრიტანეთში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმოგზაურა.ერთ დღეს,აღნიშნული მოგზაურობისას,საშინელი წვიმა წამოვიდა,რამაც გზა ერთობ აატალახა. (ავტორი გენია.ჯი) მოგზაურებმა დიდი წვალების შემდეგ კარვის გასაშლელი ადგილი იპოვეს.დაძინების წინ,სვიფტმა მოსამსახურეს უთხრა,რომ მისი ტალახიანი ფეხსაცმელები გაეწმინდა,თუმცა ცუდ კლიმატურ პირობებში ნამგზავრს ჯონათანის ფეხსაცმელების გაწმენდა დაეზარა.დილით,ირლანდიელმა მწერალმა როდესაც გაიღვიძა და თავისი ფეხსაცმელები კვლავაც ტალახიანი იხილა,მოსამსახურეს ჰკითხა,თუ რატომ არ გაწმინდა ისინი.
- რა ზარი ჰქონდა მათ გაწმენდას? ხომ ხედავთ,ბატონო,გზაზე მაინც საშინელი ტალახია და ისინი ისევ დაისვრებოდა! – უპასუხა მოსამსახურემ.
- კარგი,რას იზამ,მაშინ წავედით, – დაუყვავა სვიფტმა.
- საუზმე არ მივირთვათ? ჯერ ხომ არაფერი გვიჭამია? – წარმოთქვა უკმაყოფილო მოსამსახურემ.
- რა აზრი აქვს ახლა ჭამას? მერე ხომ ისევ მოგშივდება? – ირონიულად მიუგო სვიფტმა მას და კარვის დაშლას შეუდგა. (ავტორი გენია.ჯი)