ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა
ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა – წარმოადგენს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში (სტარე-მესტოს კვარტალში,კორლოვის ხიდის სიახლოვეს) მდებარე ქვეყნის უდიდეს და არაჩვეულებრივ ბიბლიოთეკას.იგი განთავსებულია იეზუიტთა კოლეგიუმის ყოფილ მფლობელობაში მყოფ ბაროკოს ბრწყინვალე სტილში აგებულ – “კლემენტინუმში”.ცნობისათვის,კლემენტინუმი გახლავთ ისტორიული დანიშნულების მატარებელი არქიტექტურული შედევრის კომპლექსი (ტერიტორია 20 000 კვადრატული მეტრი),რომელიც სიდიდით პრაღაში მხოლოდ და მხოლოდ – “პრაღის ციხესიმაგრეს” ჩამოუვარდება. (ავტორი გენია.ჯი) იეზუიტთა კოლეგიუმი ჩეხეთის დედაქალაქში 1552 წელს ჩამოყალიბდა და იგი XVII საუკუნისათვის იეზუიტთა მომზადების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცენტრადაც იქცა მსოფლიოში.კლემენტინუმი აგებული იქნა რომის ეპისკოპოსის წმინდა კლემენტ I-ის სახელობის სამლოცველოს ადგილას და მისი სახელწოდებაც აქედან იღებს სათავეს. 1622 წელს აღნიშნული კომპლექსის ნაწილში განთავსებული იქნა კარლოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. 1773 წელს ავსტრიის ერჰერცოგისა და უნგრეთის დედოფლის – მარია ტერეზა ვალბურგა ამალია კრისტინას ბრძანებით იეზუიტთა კოლეგიუმმა შეიცვალა თავდაპირველი პროფილი და იგი გადაიქცა საგანმანათლებლო-საბიბლიოთეკო ცენტრად. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალურ კომპლექსში განთავსებულია არა მხოლოდ ბიბლიოთეკა,არამედ – ასტრონომიული ობსერვატორია,მათემატიკის მუზეუმი,ცენტრალურ ევროპაში შექმნილი პირველი მეტეოსადგური და სარკის კაპელა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთი ნაწილი განთავსებულია კმლემენტინუმში,ხოლო მეორე ნაწილი კი გოსტივარჟის რაიონში.კლემენტინუმის ფონდში დაცულია 7 მილიონი ეგზემპლარი,მათ შორის 4 200 ინკუნაბულა (ხელნაწერი წიგნი).გარდა ჩეხური წიგნებისა,იქ წარმოდგენილია ინდური,ირანული,თურქული და სხვა ქვეყნების გასაოცარი ლიტერატურა.გარკვეული პერიოდის განმავლობაში,სწორედ კლემენტინუმში იყო დაცული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული წიგნი – “ვოინიჩის ხელნაწერი”.ბიბლიოთეკაში დღეისათვის დარეგისტრირებულია 60 000 წიგნის მოყვარული. 2005 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა “იუნესკოს” მიერ ჩართული იქნა “მსოფლიო მეხსიერების” პროგრამაში. (ავტორი გენია.ჯი)
კლემენტინუმის ფასადი