ლემურა – “ეპიზოდი”
ძველ რომში - “ლემურას” უწოდებდნენ იმ გარდაცვლილ ადამიანთა სულებს,რომელთა ბოროტმა სულებმაც მკვდართა საუფლოში სიმშვიდე ვერ ჰპოვეს და ღამ-ღამობით ცოცხალთა სამკვიდროს სტუმრობდნენ,რაც თავის მხრივ რომაელებს შიშის ზარს სცემდა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი დარწმუნებული იყვნენ,რომ ღამით ლემურები მათ მუდამ თან სდევდათ.გარდა ამისა,ვარაუდობდნენ იმასაც,რომ ლემურები ადამიანებისათვის ყოველგვარი უსიამოვნების,უბედურებისა და სიკვდილის მომტანიც კი იყვნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ძველი რომაელები მათგან თავდასახსნელად,ყოველი წლის 9, 11 და 13 მაისს სპეციალური “განწმენდის” ღამის ცერემონიებს აწყობდნენ (ასეთი ცერემონია თავის ნაშრომებში აღწერილი აქვს დიდ ძველ რომაელ პოეტს – ოვიდიუსს).
მას შემდეგ,რაც XVI საუკუნეში კუნძულ მადაგასკარზე გადასულმა ევროპელებმა,ღამით,პირველად იხილეს მომცრო ზომის ცხოველების დიდი და კაშკაშა თვალები,იმდენად დაფრთხნენ ნანახით,რომ იმავ წამს ძველ რომაელთა ცრურწმენა მოაგონდათ და ამ შესანიშნავ და უწყინარ ცხოველებს – “ლემურა” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ლემურების ყველა სახეობის წარმომადგენლები ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არიან მხოლოდ და მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე და კომორის არქიპელაგზე.