მარკუს ავრელიუსის გენიალური ფილოსოფიიდან…
“როცა ვისიმე უტიფრობა გამღვრევს,მეყსეულად ასე ჰკითხე შენსავე თავს: განა შეიძლება,რომ უტიფარნი არ იყვნენ ქვეყნად? არ შეიძლება.მაშ,ნუ მოითხოვ შეუძლებელს.რადგან ეგ კაცი ერთი იმ უტიფართაგანია,რომელნიც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ქვეყნად.იგივე კითხვა მზად გქონდეს მუდამ ორგულის,უნდოს თუ რაიმე სხვა ბიწით შესვრილის მიმართ.რადგან თუ აღიარებ,რომ შეუძლებელია ამგვარ კაცთა არარსებობა,უფრო დიდსულოვნად შეუნდობ შეცოდებას თვითოეულ მათგანს. (ავტორი გენია.ჯი) სასარგებლოა იმაზე ფიქრიც,თუ რა სახის სიქველენი გვიბოზა ბუნებამ ამგვარ ბიწთა საპირისპიროდ.ასე,უმადურების გასაქარწყლებლად მან გვიბოძა თვინიერება,ისევე როგორც სხვა ბიწის ძლევად – სხვა რამ სიქველე. და მერე,შენ შეგიძლია სიკეთისკენ მოაქციო გზასაცდენილი: რადგან კაცი,რომელიც სცოდავს,მიზანს სცდება და უგზო-უკვლოდ დაეხეტება.მაგრამ რასა გვნებს იგი? მათ შორის,ვისი ბიწიერებაც ასერიგად გამღვრევს,ერთსაც ვერ ჰპოვებ ისეთს,ვინც თავისი მოქმედებით უარესჰყოფდეს შენს სულს; ხოლო სწორედ შენი სული იმარხავს იმას,რასაც შეუძლია ბოროტი გიყოს ან გავნოს.რა არის ავი ან არნახული იმაში,რომ უმეცარი უმეცრულად იქცევა? იქნებ შენსავ თავს უნდა სდებდე ბრალად იმას,რომ არ მოელოდი ამ კაცისგან ამნაირ ქცევას? განა გონება არ გაიძულებდა გულისხმაგეყო,რომ ამ კაცს დიახაც შეეძლო შეეცოდა? მაგრამ შენ დაივიწყე ეს და ახლა გიკვირს,რომ მან სცოდა. (ავტორი გენია.ჯი) მეტიც,როცა ვისმე ორგულობას ან უმადურობას ჰყვედრი,მეყსეულად მიიქეც შენივე თავის ჭვრეტად: რადგან,ცხადია,შენ სცდებოდი,როცა ერთგულებას მოელოდი ორგულისაგან,ხოლო როცა წყალობას არ აკლებდი უმადურს,ალბათ,უანგაროდ კი არ სწყალობდი,არამედ საზღაურს მოითხოვდი მისგან.მაგრამ როცა კეთილს უყოფ ვისმე,სხვა რაღა გსურს,კაცო? ნუთუ შენთვის არ კმარა ისიც,რომ მოიქეცი შენივე ბუნების თანახმად? შენ კი მიზდს (ასაღები რამ სარგო) ითხოვ.ეს იმას ჰგავს,თვალი ითხოვდეს ხედვის საზღაურს,ხოლო ფეხი – ჩვენი ზიდვისას.მაგრამ ამ ასოებს ბუნებამ გარკვეული მოვალეობა დააკისრა,რომლის მიხედვითაც ისინი თავიანთ დანიშნულებას ამართლებენ მხოლოდ.ასეა ამ ქვეყნად სიკეთის ქმნისთვის შობილი კაციც: როცა ვისმე კეთილს უყოფს ან,უბრალოდ ეხმარება მოყვასს,ის თავის ვალს იხდის და დანიშნულებას ასრულებს მხოლოდ”. (ავტორი გენია.ჯი)