კლეობულოსი “ზომიერების” შესახებ ამბობდა…

“გონიერთათვის ზომიერებას კანონი აწესებს; სულელთა გასაგონად კი ერთი არაკი მახსენდება,რომელიც ჩემმა ქალიშვილმა თავის ძმას უამბო: ერთხელ,მთვარემ თავის დედას მიმართა თხოვნით,შეეკერა მისი ზომის შესაფერისი ქიტონი,რაზედაც დედამ ასე მიუგო: “როგორ შეგიკერო შენი ზომა? ახლა სავსე ხარ,მალე მიილევი,ბოლოს კი შეიზნიქები კიდეცო”. (ავტორი გენია.ჯი) ზუსტად ასევე,სულელსა და უგუნურ კაცს ზომიერების გრძნობა ღალატობს.ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეს ამოიჩემებს ხოლმე,რითაც ემსგავსება ეზოპეს იმ ძაღლს,რომელსაც,იგავის თანახმად,ზამთარში სიცივისაგან მოკუნტულს სახლი მოუნდა.მაგრამ როდესაც დადგა ზაფხული და მან შეძლო,ძილისას წელი გაემართა,ეს სურვილი წყალს გაატანა,რადგან ჩათვალა,რომ სახლი სულაც არ სჭირდებოდა,თანაც დიდი იყო და მისთვის შესაფერისი სადგომის აგება იოლი საქმე არ იყო.განა ვერ ვხედავთ,რომ ადამიანები ხან მომჭირნეობით ცხოვრობენ,როგორც იტყვიან ლაკონურად,ხანაც მიიჩნევენ,რომ არ ღირს სიცოცხლე,თუკი მათ მეფურად ცხოვრების შესაძლებლობა არ ეძლევათ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>