პეტრე III – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატორი – პეტრე III (1728-1762 წლები) გერმანული წარმომავლობის მქონე მონარქი გახლდათ (მისი სრული სახელი და გვარი იყო – კარლ პეტერ ულრიხ ჰოლშტაინ-გოტორპი).საყურადღებოა ის გარემოება რომ,პეტრე შვედეთის სამეფო ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტადაც განიხილებოდა და როდესაც იგი ელისაბედ პეტრეს ასულმა რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა 1742 წელს,აღნიშნული გადაწყვეტილებით ფრიად უკმაყოფილო დარჩა.მას შემდეგ,რაც 1751 წელს შვედეთის მეფედ ეკურთხა პეტრეს ბიძა – ადოლფ ფრედრიკი,თავისი ხვედრით უკმაყოფილო პეტრეს დანანებით აღნიშნავს – “ჩამომათრიეს ამ წყეულ რუსეთში,სადაც საკუთარ თავს სახელმწიფო მნიშვნელობის ტყვედ მივიჩნევ. და ეს მაშინ,როდესაც თავისუფალი არჩევანის საშუალება რომ მქონოდა,ახლა ბევრად უფრო ცივილიზებული ხალხის მეფე ვიქნებოდიო”. (ავტორი გენია.ჯი)