სადამ ჰუსეინი – “ეპიზოდი”

ერაყის სიკვდილით დასჯილი ექს-პრეზიდენტი – სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მეჯიდ ალ-ტიკრიტი (1937-2006 წლები),თავისი მმართველობის პერიოდში ხშირად აკრიტიკებდა მის მიერვე დანიშნულ მთავრობის წევრებს და ხშირად სდებდა მათ ბრალს დაუდევრობასა და საქმისადმი არასერიოზულ მიდგომაში.სწორედ ამიტომ ხსნიდა არც თუ ისე იშვიათად ჯგუფ-ჯგუფად ერაყელი დიქტატორი დაკავებული თანამდებობიდან მინისტრებსა და სხვადასხვა სახელმწიფო ჩინოვნიკებს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,სადამის სახელმწიფო აპარატი კვლავაც შეუფერხებლად აგრძელებდა მუშაობას.ჰუსეინის მრავალი ოდიოზური ქმედებიდან,ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ერთ მათგანზე: ერთხელ ჰუსეინმა გადაწყვიტა სერიოზულად შეემოწმებინა საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წევრების კვალიფიკაცია.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ერაყელმა დიქტატორმა მათ გამოცდებიც კი ჩაუტარა… თითოეულ მინისტრსა და გუბერნატორს მათთვის სრულიად მოულოდნელად გადაეცა საგამოცდო ფურცლები,რომლებშიც დასმული იყო შეკითხვები პრეზიდენტის ბიოგრაფიიდან.დასმულ შეკითხვებზე პასუხები სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებს უმალვე უნდა გაეცათ.ის სახელმწიფო ჩინოვნიკები,რომლებმაც დასმულ შეკითხვებს სათანადოდ ვერ გასცეს პასუხი,დაუყონებლივ იქნენ განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.შესაბამისად,ერაყელი დიქტატორის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები დარჩნენ,რომლებმაც შესანიშნავად იცოდნენ არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტის “უმწიკვლო” ბიოგრაფია,არამედ ის “დადებითი” შედეგებიც,რომელიც მისმა მმართველობამ მოუტანა ერაყელ ხალხს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>