ფრანსისკო მასიას ნგემა – “ეპიზოდი”
ფრანსისკო მასიას ნგემა (1924-1979 წლები) – წარმოადგენდა აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის – ეკვატორული გვინეის დიქტატორული თვისებებით გამორჩეულ პირველ პრეზიდენტს,რომლის ამაზრზენმა მმართველობამაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა სრულ კოლაფსამდე მიიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ეკვატორულ გვინეას 11 წლის განმავლობაში მართავდა (1968-1979 წლები),რა დროსაც ეკვატორული გვინეის მოსახლეობას კატეგორიულად აეკრძალა განათლების მიღება (მისი მმართველობისას ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ათი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ცხოვრობდა).გარდა ამისა აიკრძალა მედიცინა,ტელევიზია,კულტურა და საბოლოოდ ეკონომიკაც კი (1976 წელს საჯაროდ იქნა სიკვდილით დასჯილი ცენტრალური ბანკის დირექტორი,რამაც ეკვატორულ გვინეაში ბანკების ფუნქციონირება საბოლოოდ შეწყვიტა).მას შემდეგ,რაც ბანკების გაუქმებამ დღის წესრიგში დააყენა ფინანსური რეზერვების დაბინავების პრობლემა,ნგემამ განაცხადა,რომ ფულის დაბინავების საუკეთესო ადგილს მისივე სახლი წარმოადგენდა.შესაბამისად,ქვეყნის მთელი სახელმწიფო ფული დიქტატორის სახლში დააბინავეს.როდესაც ფრანსისკო ქვეყნიდან გადიოდა,იმისათვის რომ სახელმწიფო გადატრიალება არავის გაებედა,რამდენიმე დაკავებულ პოლიტპატიმარს საჩვენებლად სიკვდილით სჯიდნენ.ნიშანდობლივია ისიც,რომ სიკვდილით დაისაჯა არა მხოლოდ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები,არამედ მისი მთავრობის მინისტრების დიდი ნაწილიც.
1979 წელს ეკვატორულ გვინეაში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ,რომელსაც ნგემას რეჟიმის დამხობვა მოჰყვა,დიქტატორის მფლობელობაში მყოფ ქალაქგარეთ არსებულ ვილაში მისულ აჯანყებულებს იგი გაქცეული დახვდათ.მიუხედავად ამისა,სულ რამდენიმე საათში აჯანყებულმა სამხედროებმა ფრანსისკო ფულით სავსე ჩემოდნით ხელში დააკავეს.დაკავებული ექს-დიქტატორი კი ამბოხებულების მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა,რადგან ერთ დროს განუზომელი ძალაუფლების მქონე ნგემას აიძულეს გატაცებული ფულის ნაწილი შეეჭამა… ფრანსისკო მასიას ნგემა სიკვდილით იქნა დასჯილი 1979 წლის 29 სექტემბერს. (ავტორი გენია.ჯი)