მარკუს ავრელიუსის მოსაზრებები…

“ეცადე არაკაცთა მიმართაც კი არ განიცდიდე იმას,რასაც არაკაცნი განიცდიან კაცურ კაცთა მიმართ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“თუ ვინმე სცდება,მამაშვილურად დაარიგე და დაანახე მისი შეცდომა.ხოლო თუ ვერ დაანახებ,ან შენსავე თავს დააბრალე ეგ,ან ნუ დააბრალებ ნურვის”.

* * *

“რაც უნდა შეგემთხვეს,ყოველთვის თვალწინ გედგნენ ისინი,ვისაც მსგავსი რამ შემთხვევიათ ოდესღაც და ვინც დრტვინავდნენ და მრისხანებდნენ ამის გამო,ანდა ჰკვირვობდნენ ამას.სად არიან დღეს ისინი? აღარ არიან.მაშ,რატომ გსურს ჰბაძავდე მათ? არ გირჩევნია სულისთვის უცხო ყველა ეს ბორგვა მათ გამომწვევთ და მათ დამთმენთ დაუთმო მთლიანად.თვითონ კი ეცადო,რადაც უნდა დაგიჯდეს,მხოლოდ ის აიღო მათგან,რაც სიკეთისკენ მიგაქცევს შენ? სიკეთე კი დიდია,გწამდეს, და ეს იქნება შენი სამოქმედო მასალა.ოღონდ გონებაფხიზელი და გულწრფელი იყავ ყველაფერში,რასაც აკეთებ.გახსოვდეს ეს მრჩობილი შეგონება: მოქმედების მასალა ჩვენთვის განურჩეველია,მაგრამ არა თვით მოქმედება”.

* * *

“თუ რაიმე შენს ძალ-ღონეს აღემატება,ნუ იტყვი,რომ ის საერთოდ აღემატება კაცის ძალ-ღონეს.მაგრამ ის,რაც კაცისათვის მისაწვდომია,ის,რაც ხელეწიფება კაცს,შენც ხელგეწიფება,გწამდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“განა სირცხვილი არ იქნება,რომ ამ ცხოვრებას,რომელსაც შენი ხორცი უძლებს,სულმა ვერ გაუძლოს?”

* * *

“რანი არიან ისინი,ვისაც გვსურს თავი მოვაწონოთ, და მერე რისი გულისთვის? რა გზით?! რაოდენ სწრაფად ნთქავს ყველაფერს მარადისობა და რამდენი შთანთქა მან უკვე!”

* * *

“ის,რაც არ რგებს სკას,არც ფუტკარს რგებს”.

* * *

“დღეს იყავ წრფელი,ხვალ შეიძლება გვიანი იყოს”.

* * *

“ქარი მიწაზე ფენს ყვითელ ფოთლებს…

მე მათ ვამსგავსე თაობანი კაცთა მოდგმისა…

ფოთლებს ჰგვანან შენი ნაშიერნიც; ფოთლებს ჰგვანან ისინიც,ვინც ხმამაღლა გაქებენ და გადიდებენ,ან,პირიქით,აშკარად გგმობენ თუ ფარულად გაგინებენ შენ; ფოთლებს ჰგვანან შენი მხსოვნელნიც,ფოთლებს,”რომლებიც მოაქვს გაზაფხულს”; მერე შემოდგომის ქარი მიწაზე ჰფენს მათ,რათა მომავალ გაზაფხულზე ახალი მწვანით შეიმოსოს ტყე.მსწრაფლმავალია ყველაფერი, და ფოთოლცვენას ჰგავს წარმავლობა.შენ კი ყველაფერს ისე გაურბიხარ ანდა მიელტვი,როგორც წარუვალს და მარადის მყოფს.ცოტაც და სამუდამოდ დახუჭავ თვალს; ხოლო მას,ვინც შენ მიგაბარებს მიწას,თავის მხრივ,სხვა დაიტირებს მალე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>