სალამო არუჰი – “ოსვენციმის დაუმარცხებელი ტუსაღი-მოკრივე”
სალამო არუჰი (1923-2009 წლები) – წარმოადგენდა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დაბადებულ ებრაული წარმომავლობის მქონე ლეგენდარულ მოკრივეს. 1938 წელს არუჰი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა კრივში (საშუალო წონაში),ხოლო 17 წლის ასაკში (1939 წელს) ბალკანეთის ქვეყნების ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა იმავე წონაში. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც 1941 წელს ფაშისტური გერმანიის მიერ იქნა დაკავებული საბერძნეთი,იგი,როგორც ებრაელი დაპატიმრებული იქნა. 1943 წელს სხვა 50 000-ს ებრაელთან ერთად დეპორტირებული იქნა “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში.მათი უმეტესობა მიზანთროპმა ფაშისტებმა გაზის კამერებში მალევე ამოხოცეს,ხოლო ისინი (მათ შორის არუჰიც),ვინც შრომითი სამსახურისათვის გამოდგებოდნენ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ.
ერთხელ სს-ის ერთ-ერთმა ოფიცერმა ებრაელი პატიმრები მწკრივად მოაწყო და ჰკითხა,მათ შორის რომელიმე მათგანი მოკრივე ხომ არ იყო.მწყობრში ჩამდგარმა არუჰის მეგობრებმა,რომლებმაც კარგად უწყოდნენ მისი საკრივო შესაძლებლობები,იგი მწკრივის წინ მუჯლუგუნებით გააგდეს.ოფიცერი დაინტერესდა იმით,შეეძლო თუ არა სალამოს სულ რამდენიმე წუთში გასამართ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება,რაზეც მისგან დადებითი პასუხი მიიღო.თუმცა ბრძოლის გამართვის წინაპირობა შემდეგი გახლდათ: მარცხის შემთხვევაში გაზის კამერაში სიცოცხლეს დაასრულებდა არუჰი,ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მოწინააღმდეგე დაისჯებოდა სიკვდილით.გარდა ამისა,გამარჯვების შედეგად,სალამო მიიღებდა დამატებით ერთ ცალ პურს და რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო – სიცოცხლე შეუნარჩუნებდა ბანაკში მყოფ მისი ოჯახის წევრებს. (ავტორი გენია.ჯი) ფაშისტმა ზედამხედველებმა სალამო,როგორც მოკრივე,ფიზიკური შრომისაგან გაანთავისუფლეს და საბუღალტროში დააწყებინეს მუშაობა.პარალელურად არუჰი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს აწარმოებდა სხვა ტყვე-მოკრივეებთან.ბრძოლები კი მართლაც რომ დაუნდობელი იყო,რადგან თითოეული მოკრივე შესანიშნავად ათვითცნობიერებდა იმას,რომ მარცხის შემთხვევაში სიცოცხლეს გაზის კამერაში დაასრულებდა.მიუხედავად სალამოს გამარჯვებებისა,გერმანელებმა პირობა მაინც არ შეასრულეს და სიკვდილით დასაჯეს არა მხოლოდ მისი მშობლები,არამედ ღვიძლი დაც.მოგვიანებით კი,დახვრეტილი იქნა არუჰის ძმა,რომელიც მხოლოდ იმისათვის დახვრიტეს,რომ უარი განაცხადა დაღუპული ებრაელებისათვის ოქროს კბილები ამოეღო.
საერთო ჯამში,სალამო არუჰმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 200 ბრძოლა წარმართა და ორასივეში გამარჯვება მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,სალამო საცხოვრებლად პალესტინაში გადავიდა,ხოლო ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ კი ისრაელში დასახლდა და სამეწარმეო საქმიანობას მიჰყო ხელი.ლეგენდარული ებრაელი მოკრივე – სალამო არუჰი თელ-ავივში გარდაიცვალა 2009 წლის 26 აპრილს, 86 წლის ასაკში.
1989 წელს ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის – რობერტ მ. იანგის მიერ ზემოაღნიშნული ამაღელვებელი ისტორიის სიუჟეტის მიხედვით გადაღებული იქნა შესანიშნავი მხატვრული ფილმი – “სულის ტრიუმფი”,სადაც სალამოს პროტოტიპის როლს ასრულებს დიდი ამერიკელი მსახიობი – უილემ დეფო. (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ მ. იანგის მიერ გადაღებული ფილმის – “სულის ტრიუმფის” პოსტერი