“კემპდენური სასწაული”
1660 წელს – სერ ბაპტისტ ჰიქსმა მოსახლეობისაგან საარენდო გადასახადის ასაკრებად სოფელ ჩერვიგონტში მიავლინა თავისი ქვეშევრდომი – უილიამ ჰარისონი.იგი ჩერვინგტონისაკენ კემპდენიდან ფეხით დაიძრა.ქმრის მოლოდინით თავმობეზრებულმა უილიამის მეუღლემ – მისის ჰარისონმა მის მოსაძებნად ოჯახის მოსამსახურე ჯონ პერი გაუშვა,თუმცა როდესაც მასაც საგრძნობლად დააგვიანდა,ძებნაში უილიამის ვაჟი – ედუარდიც ჩაერთო. (ავტორი გენია.ჯი) ძებნა წარუმატებლად დასრულდა.დაკარგული უილიამის კვალი არსად ჩანდა,თუმცა მოგვიანებით ნაპოვნი იქნა ჰარისონის გასისხლიანებული პერანგი და ქუდი.საქმეში გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთო,რომლებმაც პატიმრობაში აიყვანეს ჰარისონების მოსამსახურე – ჯონ პერი.თავდაპირველად იგი კატეგორიულად უარყოფდა უილიამის მკვლელობას,თუმცა სასტიკი წამების შედეგად აღიარა,რომ უილიამი წინასწარ შედგენილი გეგმის შედეგად იქნა მოკლული მის მიერ.გარდა ამისა,თანამონაწილეებად პერის მიერ დასახელებული იქნა თავისი დედა და ძმა.საგულისხმოა ის ფაქტი,რომ მიუხედავად მკვლელობის აღიარებისა,გამოძიებამ მაინც ვერაფრით დაადგინა უილიამის ცხედრის ადგილმდებარეობა.ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ სამივე ბრალდებულს სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად და მალევე სამივე მსჯავრდებული ჩამოახრჩვეს.საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა,რომ სამართალმა იზეიმა,თუმცა… (ავტორი გენია.ჯი) 1962 წელს,ანუ ჰარისონის გაუჩინარებიდან ორი წლის შემდგომ,ყველასათვის მოულოდნელად უილიამი სრულიად საღ-სალამათი დაუბრუნდა თავის ოჯახს.მისი გადმოცემით,ჩერვინგტონისაკენ მიმავალს თავს მეკობრეები დაესხნენ და გაიტაცეს.შემდგომ თურქეთში გაყიდეს მონად და ორ წლიანი მონობიდან დიდი წვალების შედეგად დაიხსნა თავი.უილიამის ცოცხლად გამოჩენის შესახებ მალევე იქნა გავრცელებული ინფორმაცია.როგორც აღმოჩნდა,ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ სრულიად უდანაშაულო სამი ადამიანი გაწირა სასიკვდილოდ,რამაც ქვეყანაში დიდი სკანდალი და აურზაური წარმოშვა.”კემპდენურ სასწაულად” წოდებული საქმის გამოძახილი იმდენად რეზონანსული გამოდგა,რომ ბრიტანული მართლმსაჯულება აბსოლუტურად დისკრედიტირებული აღმოჩნდა.იმ ადამიანების სიკვდილით დასჯამ,რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი,საფუძველი დაუდო სამართალწარმოებაში ისეთ ცნებას,როგორიც გახლავთ – “არ არის ცხედარი – არ არის დანაშაული”,რომელიც თავის მხრივ XX საუკუნის შუა ნახევრამდე მოქმედებდა გაერთანებულ სამეფოში. (ავტორი გენია.ჯი)