“სამეფო ყურები”

 სპარსეთის იმპერიის ფუძემდებლისა და აქამენიდთა დინასტიის პირველი წარმომადგენლის სპარსეთის სამეფო ტახტზე – კიროს II დიდის (ძვ.წ.აღ-ით 590-530 წლები) მმართველობის პერიოდში,ამ უძველეს იმპერიაში ინფორმაციის ხმით გადაცემის გასაოცარი მეთოდი მოქმედებდა.კერძოდ,ასეთი სამსახურისათვის კიროსის განკარგულებაში 30 000 ადამიანისაგან შემდგარი არმია იმყოფებოდა,რომელთაც – “სამეფო ყურებად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თითოეუილი “სამეფო ყური”,თავიანთთვის სპეციალურად განსაზღვრულ ტერიტორიაზე იყო დაბინავებული,მათ შორის ქედების და მთების მწვერვალებსა და კოშკების სახურავებზე,საიდანაც ისინი კიროსისათვის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინფორმაციას ერთმანეთს ყვირილის საშუალებით აწვდიდნენ: პირველი მეორეს,მეორე მესამეს,მესამე მეოთხეს და ასე გრძელდებოდა იქამდე,ვიდრე უკანასკნელი “სამეფო ყური” აღნიშნულ ინფორმაციას კიროსს არ მიაწოდებდა. ძვ.წ.აღ-ით I საუკუნის დიდი ძველბერძენი ისტორიკოსისა და მითოლოგის – დიოდორე სიცილიელის გადმოცემის თანახმად,სპარსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე განფენილი “სამეფო ყური”-ს სამსახურის მიერ ხმით გადაწოდებული ინფორმაცია ხშირად 30 დღის განმავლობაშიც იყო გზაში,სანამ კიროს II დიდს მოხსენდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>