ფიდელ კასტრო – “ეპიზოდი”
კუბის რევოლუციის ლიდერისა და კუბის მინისტრთა საბჭოს ექს-მეთაურის - ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსის მამა – ანხელ მარია ბაუტისტა ი არგიზი (1875-1956 წლები) კუბაზე ესპანეთიდან გახლდათ ემიგრირებული.იგი თავდაპირველად ღარიბი მემამულე იყო,თუმცა მოგვიანებით საკმაოდ კარგი ქონება დააგროვა და კუბაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მემამულედაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) გააჩნდა შაქრის პლანტაციები და შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა,სახელწოდებით – “მირანდა”.გარდა ამისა,ანხელი წარმოადგენდა ორიენტეს პროვინციაში მდებარე ქალაქ – ბირანის მერს.საყურადღებოა,რომ ფიდელის მამამ ბირანში საკუთარი სახსრებით ააგო საფოსტო განყოფილება და სკოლა ღარიბი ფენის წარმომადგენელთა შვილებისათვის,ხოლო თავისი ქარხნის მუშებისათვის კი პურის საცხობი.ფიდელის დედა – ლინა რუს გონსალესი (1903-1963 წლები) ერთი პეროდის განმავლობაში ანხელთან მზარეულად მუშაობდა და სანამ მასზე ოფიციალურად დაქორწინდებოდა,ხუთი შვილი გაუჩინა.თუკი ფიდელ კასტრო ეკონომიკურად უზრუნველყოფილ და მდიდარ ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას,მისი დაუძინებელი მტერი და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი – ფულხენსიო ბატისტა ი სალვადორი (1901-1973 წლები) ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა; თუკი ფიდელი ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი,ფულხენსიო 15 წლის ასაკში უკიდურესი გაჭირვების გამო სახლიდან გაიქცა.იმისათვის,რომ ჰავანამდე ჩაეღწია,კუბის მომავალმა პრეზიდენტმა ბილეთისათვის საჭირო თანხის გამო მაჯის საათი მოიპარა და გაყიდა.ჰავანაში ჩასვლის შემდგომ კი არმიის რიგებში გაწევრიანდა. (ავტორი გენია.ჯი) მეტად საგულისხმოა ის გარემოებაც,რომ სიღარიბეში გაზრდილი ფულხენსიო იქცა კუბაზე კაპიტალიზმის სიმბოლოდ,ხოლო უმდიდრეს ოჯახში შობილი ფიდელ კასტრო კი ღარიბი ფენის წარმომადგენელთა უფლებების დამცველი და პირველი რევოლუციონერი გახდა.მათ შორის გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა საბოლოო ჯამში – ფიდელ კასტროს გამარჯვებით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი)
ფულხენსიო ბატისტა