მეიერ ლანსკის შესახებ…
რუსეთის იმპერიაში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე - მეიერ ლანსკი (1902-1983 წლები),რომელსაც “მაფიის ბუღალტერად” მოიხსენიებდნენ,უდიდესი როლი დაიდო ეგრეთ წოდებული “ნაციონალური დანაშაულებრივი სინდიკატის” ჩამოყალიბებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ლანსკი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ და გავლენიან მაფიოზთან,როგორიც გახლდათ – ლაკი ლუჩიანო. (ავტორი გენია.ჯი)
1939 წელს,კუბის სანაპიროებს მიადგა კიდევ ერთი ებრაელებით დატვირთული გემი,სადაც ის ებრაელები იმყოფებოდნენ,რომლებიც გერმანელ ფაშისტებს გამოექცნენ ევროპიდან.კუბის ხელისუფლებამ მათ მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება გემი კვლავ ევროპის კონტინენტისაკენ გაეგზავნათ.სწორედ ამ დროს ჩაერთო საქმეში თავისი თანამემამულეების ბედით შეწუხებული მეიერ ლანსკი.მან თავისი გავლენებისა და დიდი ფულის წყალობით,კუბის საემიგრაციო სამსახურს გემზე მყოფი თითოეული ებრაელი მოქალაქის კუბაზე დატოვების სანაცვლოდ იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა – 500 ამერიკული დოლარი გადაუხადა.ლანსკის უშუალო მონაწილეობის შედეგად საქმე ებრაელი ემიგრანტების სასარგებლოდ გადაწყდა.იმ მაღალჩინოსნებს კი,რომლებმაც მეიერის მიერ შეთავაზებული წინადადება მიიღეს,გარდა ზემოთ აღნიშნული ოფიციალური გადასახადისა,ზღაპრული საჩუქრები ხვდათ წილად.მათ შორის კუბაზე განთავსებული რამდენიმე კაზინოც მათ მფლობელობაში გადავიდა.
1948 წლისათვის ახლად შექმნილ ისრაელის სახელმწიფოს რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა მკაცრი ემბარგო დაუწესეს იარაღის მიყიდვაზე.არადა არსებობისათვის მებრძოლი ებრაული სახელმწიფოსათვის იარაღის ექსპორტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.საქმეში კვლავაც მეიერ ლანსკი ჩაერია და გასაოცრად დელიკატური ოპერაციაც აწარმოა იმისათვის,რომ ისრაელს როგორმე დახმარებოდა.იმ პერიოდისათვის აშშ-ი ისრაელის საკითხებში ნეიტრალურ პოლიტიკას იცავდა.მიუხედაცავად ამისა,ლანსკიმ მოახერხა საიდუმლო კონტაქტების გაბმა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტების ხელმძღვანელებთან,საიდანაც სისტემატიურად დაიწყო გადინება იარაღით დატვირთულმა გემებმა ისრაელის ქალაქ ჰაიფისაკენ. (ავტორი გენია.ჯი) ლანსკიმ,რომელიც მთელი სულითა და გულით ცდილობდა ებრაული სახელმწიფოს დახმარებას,ჩამოაყალიბა ახალი საზღვაო-სატრანსპორტო მარშრუტი – “ნიუ-იორკი – ჰაიფა”,საიდანაც მიედინებოდა კიდეც ებრაული არმიისათვის საჭირო იარაღი ისრაელში.სანამ აღნიშნული ოპერაციების წარმოებას დაიწყებდა მეიერი,მანამ ისრაელის სახელმწიფოს არა მხოლოდ უზარმაზარი თანხა გადაურიცხა,არამედ ლას-ვეგასში განთავსებული რამდენიმე კაზინოც ოფიციალურად გადასცა.
“ერთგულ ქმრად,შესანიშნავ მამად და მორწმუნე იუდეველად” წოდებული მეიერ ლანსკი 69 წლის ასაკში ისრაელში ჩავიდა.იმ პერიოდისათვის აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახური მის არც ერთ ნაბიჯს არ ტოვებდა უყურადღებოდ.ისრაელში ჩასული მეიერი ისრაელის ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეიერმა თავის სამუშაო კაბინეტშიც კი მიიღო.მასზე გაცემული გახლდათ 2 წლიანი ვიზა და იქვე აპირებდა საბოლოოდ დარჩენას,თუმცა… აშშ-მა ისრაელისაგან კატეგორიულად მოითხოვა ლანსკის გადაცემა.ებრაულ სახელმწიფოზე იმდენად დიდი იყო ამერიკელთა ზეწოლა,რომ მეიერი იძულებული გახდა კვლავაც ამერიკაში დაბრუნებულიყო.საინტერესოა ის გარემოება,რომ ისრაელის ისტორიაში სწორედ მეიერ ლანსკია ის ერთადერთი ებრაელი,რომელსაც უარი ეთქვა ისრაელის მოქალაქეობაზე. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში,თავისი სამშობლოსადმი ეგზომ უდიდესი ამაგის დამდები მეიერ ლანსკი აშშ-ის საკურორტო ქალაქ მაიმამი-ბიჩში გარდაიცვალა 1983 წლის 15 იანვარს. (ავტორი გენია.ჯი)