ალექსანდრე დიუმა – “ეპიზოდი”
ერთხელ გენიალურ ფრანგ მწერალსა და დრამატურგს - ალექსანდრე დიუმა “უფროსს” (1802-1870 წლები),პირადმა ექიმმა მისი დამსახურებების შესახებ მცირეოდენი მიმოხილვის დაწერის თხოვნით მიმართა.მხცოვან ალექსანდრეს ექიმისათვის უარი არ უთქვამს.მას შემდეგ,რაც დიუმამ მიმოხილვა დაწერა,იგი თავის პირად ექიმს გაუგზავნა: “იმ რაიონში,სადაც ექიმი N მოღვაწეობს,იმ ერთადერთი საავადმყოფოს ლიკვიდირებაც კი უნდა განხორციელდეს,რომელიც დღეისათვის მოქმედებს”. – დიუმას შეფასებით თვითკმაყოფილმა ექიმმა კითხვა განაგრძო,მაგრამ მის აღფრთოვანებას მალევე გადაასხა ცივი წყალი დიდმა ფრანგმა მწერალმა, -”თუმცა-კი საავადმყოფოს ლიკვიდირების შემდგომ აუცილებელია იმავე ადგილას ორი ახალი სასაფლაო გაიხსნას”. (ავტორი გენია.ჯი)