კურტ ვონეგუტი – “ეპიზოდი”
თავისი ცინიკური გამონათქვამებით ცნობილმა ხანდაზმულ ასაკში მყოფმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა-სატირიკოსმა და XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა - კურტ ვონეგუტმა (1922-2007 წლები),ამერიკულ ჟურნალ “Rolling Stones”-ს მისცა ინტერვიუ,სადაც ერთობ საინტერესო და მეტად ცინიკური განცხადება გააკეთა: “სრული სერიოზულობით ვაპირებ სასამართლოში შევიტანო სარჩელი სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის – “Pall Mall”-ის წინააღმდეგ და მისგან მილიარდი ამერიკული დოლარიც მოვითხოვო! სიგარეტს თორმეტი წლის ასაკიდან ვეწევი და ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ მომიწევია სხვა მარკის სიგარეტი.თქვენ წარმოიდგინეთ, Pall Mall-ს იმ პერიოდიდან ვეწევი,როდესაც იგი უფილტროდ გამოდიოდა.ჩემს მიერ ნაყიდი თითოეული პალ მალის კოლოფზე მითითებული იყო,რომ მისი მოწევა დაუყონებლივი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი იყო.შესაბამისად,მეც მალე უნდა მომკვდარიყავი.ახლა, 80 წლის ასაკში ვიმყოფები და როგორც ხედავთ არც სიგარეტის მოწევისათვის დამინებებია თავი და არც მომკვდარვარ.ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბინძურ თაღლითებს!” (ავტორი გენია.ჯი)