უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXXIV”

შენმა მგოსანმა თავის ნათქვამს რა დაუმატოს,

თუკი იტყვის,რომ “შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ”,

ამ ამაღლებულ სტრიქონს თვითონ უნდა უმადლოს,

რადგან სხვა სიტყვა შენს დიდებას მხოლოდ შელახავს.

* * *

თუ სხვა მგოსანი სატრფოს ქებას არ აზვიადებს,

მისი კალამი უსუსური არც ღირს შენახვად.

შენი პოეტი თავს იმითაც განადიადებს,

თუკი იტყვის,რომ “შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ”!

* * *

საკმარისია გადმოხატოს შენი მშვენება,

არ დაგაკნინოს შენ,ბუნების დიდო გვირგვინო!

მისი მნათობი აღარასდროს ჩაესვენება,

მისმა სახელმა უკვდავების ცაზე იგრგვინოს.

* * *

და მე მაკვირვებს ქებისადმი შენი განწყობა,

შენი ქება ხომ არის შენივ შეურაცხყოფა!

კომენტარის დატოვება