პაპუასები – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,პაპუა-ახალ გვინეასა და ინდონეზიის რამდენიმე რეგიონში მაცხოვრებელი უძველესი მოდგმის ხალხი – პაპუასები,ღრმად არიან დარწმუნებული “შავი მაგიის” არსებობასა და ადამიანების მიმართ მის უარყოფით ზეგავლენაში. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ ადრეულ ეპოქებში პაპუასები უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ ჯადოქრობაში შემჩნეულ თავიანთ თანამემამულეებს.მათში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად – “კანიბალიზმი” გამოიყენებოდა არა როგორც შიმშილის მოკვლის ერთ-ერთი საშუალება,არამედ როგორც მართლმსაჯულების აღსრულების ერთ-ერთი ინსტუმენტი.კერძოდ,იმ ჯადოქარს,რომლის მიერ წარმოებულმა “შავმა მაგიამ” ვნება მოუტანა სხვებს,პაპუასები ჯერ კლავდნენ,შემდგომ კი მოკლულის ცხედარს ნაწილებად ჭრიდნენ და იმისათვის,რომ შეეჭამათ,კლანის წევრები ერთმანეთში იყოფდნენ.მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით კანიბალიზმი,როგორც მართლმსაჯულების აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმი პაპუასებში აღარ არსებობს, “შავი მაგიით” გატაცებულ პაპუასებს ისინი კვლავაც სასიკვდილოდ იმეტებენ. (ავტორი გენია.ჯი)