ხესუს მალვერდეს შესახებ…
ხესუს მალვერდე (1870-1909 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – ხესუს ხუარეს მაზო,წარმოადგენს სინაოლის შტატში (მექსიკის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) დამკვიდრებული ფოლკლორის იმ ერთ-ერთ გმირს,რომელსაც მექსიკისა და აშშ-ის რიგი შტატების მოსახლეობა – წმინდანად აღიარებს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ შერისხული “ღატაკების მფარველ ანგელოზად” და “გულუხვ ბანდიტად” წოდებული მალვერდე დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მექსიკელ და ამერიკელ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებში,მსუბუქი ყოფაქცევის მქონე მანდილოსნებსა და ნარკომოვაჭრეებში.მის მიერ განვლილი ცხოვრების შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მითი და ლეგენდა არის გავრცელებული.შესაბამისად,რომელია მათ შორის ნამდვილი და რომელი ტყუილი,ძნელი გასარკვევია.ოფიციალური ვერსიის თანახმად ასეთი ადამიანი ბუნებაში საერთოდ არ არსებობდა.თუმცა ფაქტია,რომ XX საუკუნის ოციან წლებში ხესუსს ხალხი – რობინ ჰუდს ადარებდა.ადგილობრივთა ლეგენდის თანახმად,ბანდიტი მალვერდე ძარცვავდა მდიდარ ფერმერებს და ნაძარცვ თანხას ღარიბ მოსახლეობას უნაწილებდა.
1909 წლის 3 მაისს – ხესუს მალვერდე სიკვდილით იქნა დასჯილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,იგი ხეზე ჩამოახრჩვეს,რის შემდეგაც ხე უმალვე გახმა და მას შემდეგ აღარ გაუხარია.მეორე ვერსიით,სახრჩობელაზე ჩამომხრჩვალი მალვერდეს ცხედრის დაკრძალვა ხელისუფლებამ მოსახლეობას კატეგორიულად აუკრძალა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,მისი ცხედარი დიდი ხნის მანძილზე ეკიდა ხეზე.თუმცა ადგილობრივები მანამ აწყობდნენ სახრჩობელას ირგვლივ ქვებს,სანამ ხელოვნური სასაფლაო არ იქნა აგებული.მესამე ვერსიის თანახმად,მალვერდე დახვრიტეს.მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ გავრცელდა ხმები,თითქოს აწგარდაცვლილი ხესუსი კვლავაც განაგრძობდა უმწეოებისა და ღატაკების დახმარებასა და მფარველობას.მაგალითად,ერთ-ერთი ადგილობრივი ირწმუნებოდა,რომ სწორედ ხესუსმა აპოვნინა დაკარგული ძროხა; სხვები კი ირწმუნებოდნენ,რომ მალვერდემ ერთ-ერთ ღატაკს გაუგზავნა ოქროსა და ვერცხლის ზოდებით დატვირთული ჯორი.მოგვიანებით ქალაქ – კულიაკანის ცენტრში,სადაც მოკლული იქნა ხესუს მალვერდე,მისივე სახელობის სამლოცველო იქნა აგებული. (ავტორი გენია.ჯი)