“ეშმაკის ბაღები”
“ეშმაკის ბაღები” – წარმოადგენს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში განთავსებულ ანომალური დატვირთვის მქონე მიწის იმ ნაკვეთებს,სადაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახეობის ხე – “Duroia hirsuta” ხარობს.ადგილობრივი ტომის ხალხი ამტკიცებს,რომ ამაზონის ტყეების ესოდენ მრავალფეროვანი ფლორის ნაკლებობა “ეშმაკის ბაღების” განთავსების არეალში განპირობებულია კეჩუას ხალხის მითოლოგიაში გავრცელებული ბოროტი სულის – ჩულიაჩაკის უშუალო მონაწილეობის შედეგად,რომელიც თავის მხრივ,დაუდგენელი მიზეზის გამო ყველა სახეობის მცენარეს ანადგურებს,გარდა Duroia hirsuta-სი. (ავტორი გენია.ჯი) ადრეულ პერიოდში ასეთი სახის მქონე ბაღების ჩამოყალიბება ამავე მცენარის სხვა სახეობის მცენარეებთან მიმართებაში ალეგორიულ ზემოქმედებასთან ასოცირდებოდა,თუმცა 2005 წელს – ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის ბიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა რომ,”ეშმაკის ბაღების” ჩამოყალიბების პროცესი პირდაპირ კავშირში იყო ჭიანჭველებისა და Duroia hirsuta-ს სიმბიოზთან.ამავე კვლევის შედეგად ცნობილი ხდება,რომ Myrmelachista schnumanni-ს სახეობის მუშა ჭიანჭველები (იგივე- ლიმონის ჭიანჭველები) მასობრივად ანადგურებენ ნებისმიერი სახეობის მცენარის მწვანე საფარს (ისინი მცენარეების ფოთლებზე,როგორც ჰერბიციდს,ტოვებენ ჭიანჭველმჟავას),რაც თავის მხრივ მათ განადგურებასა და Duroia hirsuta-ს ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჭიანჭველები Duroia hirsuta-ს ღეროს ფუღუროებს ბუდეების ასაგებად გამოიყენებენ.
სტატისტიკის თანახმას,”ეშმაკის ბაღების” ტერიტორია ყოველწლიურად 0,7 %-ით იზრდება.ამავე სტატისტიკის მიხედვით,თითოეულ “ეშმაკის ბაღში” 3 მილიონამდე ჭიანჭველა სახლობს.დღეისათვის,ყველაზე დიდ და ცნობილ “ეშმაკის ბაღში” 328 Duroia hirsuta-ს სახეობის ხე ხარობს,რომელთა ასაკი დაახლოებით 800 წელიწადია. (ავტორი გენია.ჯი)