ტიციანო ვეჩელი – “ბახუსი და არიადნე”
“ბახუსი და არიადნე” – წარმოადგენს იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის გენიალური წარმომადგენლის – ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მითოლოგიური ჟანრის მქონე შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 176,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 190 სანტიმეტრი.აღნიშნულ ქმნილებაზე მუშაობა მხატვარმა ფერარას,მოდენასა და რეჯიოს ჰერცოგის – ალფონსო I დ’ესტეს შეკვეთის საფუძველზე 1520 წელს დიწყო და 1523 წელს დაასრულა.ჰერცოგის სურვილი გახლდათ,რომ თავისი სასახლის გალერეა კიდევ უფრო გაემდიდრებინა მითოლოგიურ სიუჟეტებზე შემქნილი შედევრებით.ცნობილია ისიც,რომ სანამ ტიციანს დ’ესტე აღნიშნული სურათის დახატვას შეუკვეთავდა,მანამ მან რაფაელს შეუკვეთა ანალოგიური ჟანრის მატარებელი ტილოს (ბახუსის ტრიუმფი) დახატვა.თუმცა,საუბედუროდ,რაფაელი 1520 წელს გარდაიცვალა და მან მხოლოდ სურათის მონახაზის შექმნა მოასწრო.სწორედ ამის შემდგომ შეუკვეთეს ტიციანს სურათის დახატვა.ვეჩელიმ სურათზე გამოსასახი სიუჟეტი დიდი ძველბერძენი პოეტების – გაიუს ვალერიუს კატულუსისა და პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის ნაწარმოებებიდან აიღო. (ავტორი გენია.ჯი)
სურათის სიუჟეტში ასახულია ძველ რომაული მითოლოგიის მიხედვით მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი – ბახუსი (ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით – დიონისე),რომელსაც პირველივე დანახვისას შეუყვარდა ულამაზესი არაიდნე.მან არიადნეს დანახვისთანავე მიატოვა ეტლი,რომელშიც ორი ლეოპარდი გახლდათ გაბმული.მევენახეობისა და მეღვინების ღმერთის უეცარმა დანახვამ ქალი ერთობ შეაშინა და შეაკრთო,რაც კარგად არის ასახული სურათზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ არიდნე სანამ ბახუსს გადაეყრებოდა,სულ მცირეოდენი ხნით ადრე იქნა კუნძულ ნაქსოსზე მიტოვებული ძველ ბერძნულ მითოლოგიის მიხედვით ათენის მეფის – თესევსის მიერ.თუ სურათს კარგად დავაკვირდებით,შორეულ ჰორიზონტზე თესევსის ხომალდსაც შევნიშნავთ. (ავტორი გენია.ჯი) ლეგენდის თანახმად,ბახუსმა ადრიანე ზეცაში წაიყვანა და იგი ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედად აქცია (ტილოს ზემოთა მხარეს კარგად ჩანს ადრიანეს თავზე გამოსახული თანავარსკვლავედი).საგულისხმოა ის გარემოებაც,რომ ტიციანმა შესაშური ოსტატობით გამოსახული ცის ფონის შესაქმნელად ლაზურიტის მინერალი გამოიყენა (კარკასული სილიკატების ერთ-ერთი მინერალი).ეტლის ირგვლივ მყოფთა შორის ყურადღებას იქცევს ყაფისფერი ტონალობის მქონე ლაკოოონის ფიგურა (ლაკოონისა და მისი ვაჟების რომაული ასლი აღმოჩენილი იქნა 1506 წლის 14 იანვარს). 1806 წელს დიდმა ინგლისელმა პოეტმა – ჯონ კისტმა ტიციანის სურათის – “ბახუსი და არიადნე”-ს მიხედვით 1819 წელს დაწერა შესანიშნავი ლექსი – “ოდა ბულბულს”.დღესდღეობით,ტიციანო ვეჩელის გენიალური ქმნილება – “ბახუსი და არიადნე” დაცულია ლონდონის ეროვნულ გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)