ზაურ ბოლქვაძე – “ვიცი”

ვიცი,დამღუპავ დაღუპვით ქალის,

მაინც შენს მაცდურ ღიმილს ვენდობი! - 

ის ერთადერთი ღიმილი არის, -

მტანჯველი თავის ერთადერთობით!

შენი თვალებით უგრძნობლად დამთვრალს, -

შენივ ღალატი გამომაფხიზლებს! -

ვიცი,მიმიყვან სიკვდილის კართან,

მერე სიკვდილსაც აღარ მაღირსებ!..

ვიცი,ამიბნევ ცხოვრების გზა-კვალს, -

გავიიმედებ მაინც მაგ თვალებს! -

იგი ამქვეყნად სხვა თვალებს არ ჰგავს,

სხვასაც ჩემსავით არვის აწვალებს!

ღმერთმა შეგინდოს შენ უღმერთობა, -

ჩემი ბედით რომ ასე ერთობი!..

მე მტანჯავს შენი ერთადერთობა

და ვცოცხლობ შენი ერთადერთობით!..

კომენტარის დატოვება