იცით თუ არა,რომ

1.  ”საქართველო დიდი კულტურის მქონე სახელმწიფოა და ჯარით იქ შესვლას ნუ იკადრებთო”, – თავის ერთ-ერთ წერილში ასე ურჩევდა დიდი ფრანგი ფილოსოფოსი –  ვოლტერი რუსეთის დედოფალს – ეკატერინე II-ს.

2. როგორც ცნობილია,გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – იოჰანეს ბრამსი (1833-1897 წლები) ერთობ უდისციპლინო ადამიანი გახლდათ.მის ბიოგრაფიაში მოიპოვება შემთხვევები,როდესაც იგი დირიჟორობისას სიგარეტს ეწეოდა.

3. ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიიდან და საქართველოს დაუძინებელი მტერი – შაჰ-აბას დიდად წოდებული – აბას I (1571-1629 წლები),თავის პირველ ვეზირს,ეროვნებით ქართველს – ალავერდი ხან უნდილაძეს თხოვნით მიმართავდა,რომ მასზე ერთი ოქროთი ნაკლები დაეხარჯა,რათა მათ შორის განსხვავება გამოჩენილიყო.

4. საყოველთაოდ ცნობილი ტერმინი – “თაფლობის თვე” პირველად დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა – ვოლტერმა (1694-1778 წლები) გამოიყენა 1747 წელს დაწერილ თავის ერთ-ერთ ფილოსოფიურ თხზულებაში – “ზაგიდი ანუ ბედი”. – (ავტორი გენია.ჯი)

5. ინგლისის მეფეს – ჰენრი V ლანკასტერს (1387-1422 წლები) იმდენად უყვარდა ნიორი,რომ ნება დართო თავის ქვეშევრდომებს ამ პროდუქტით გადაეხადათ გადასახადები.

6. მუსიკალური ნოტები – დო,რე,მი,ფა,სოლ,ლა,სი – XI საუკუნეში სასულიერო პირმა – გვიდო დორეცომ შემოიტანა.თავის მხრივ,ნოტების სახელწოდებას საფუძვლად დაედო იოანე ნათლისმცემლისადმი აღვლენილი ლოცვის ცალკეული სტრიქონების პირველი მარცვლები. – (ავტორი გენია.ჯი)

7. დიდ ბრიტანეთში “ბიბლიის” გამოცემაზე საავტორო უფლებები გაერთიანებული სამეფოს დედოფალს – ელისაბედ II-ს ეკუთვნის.

8. “რიხტერის სიმძლავრის შკალის” ავტორს,დიდ ამერიკელ სეისმოლოგსა და ფიზიკოსს – ჩარლზ ფრენსის რიხტერს (1900-1985 წლები) საკუთარი მეუღლე იმის გამო გასცილდა,რომ იგი “ნუდიზმის” თავგადადებული მიმდევარი გახლდათ (ნუდიზმი წარმოადგენს მიმართულებას,რომელიც ქადაგებს შიშველი სხეულის კულტს).

9. ერთ-ერთი იტალიური ანდაზის თანახმად,სალათი ოთხმა მზარეულმა უნდა დაამზადოს: გულუხვმა მზარეულმა უნდა გაუკეთოს – ზეთი,ძუნწმა მზარეულმა – ძმარი,ხელოვანმა მზარეულმა – მორთოს,ხოლო ფილოსოფოსმა მზარეულმა კი მარილი უნდა მოაყაროს.

10. ცირკში პროგრამის წამყვანს – “შპრეხშტალმაისტერი” ჰქვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>