ერიტრეას სახელმწიფოს საფეხბურთო ნაკრები – “ეპიზოდი”

აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე – ერიტრეას სახელმწიფო,სადაც ერთობ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს,არა მხოლოდ აფრიკის კონტინენტის უღარიბეს ქვეყნად არის მიჩნეული,არამედ მსოფლიოს უღარიბეს სახელმწიფოსაც წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ ერიტრეელები შანსის მიცემის შემთხვევაში დაუყონებლივ ტოვებენ სამშობლოს და უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.გამონაკლისები ამ მხრივ არც ერიტრეას სახელმწიფოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები არიან.მაგალითად, 2009 წელს კენიაში მიმდინარე საფეხბურთო ტურნირის დროს,სადაც ერიტრეას საფეხბურთო ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას,გუნდის 12-მა ფეხბურთელმა საწვრთნელი ბაზიდან გაქცევა მოახერხა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულან.ორი წლის გასვლის შემდგომ (2011 წელს) ტანზანიაში მყოფი ერიტრეას ნაკრების 13-მა ფეხბურთელმა 12 წინამორბედს მიბაძა და ისინიც გაიქცნენ საწვრთნელი ბაზიდან. 2012 წელს კი საერთოდ მთელი ნაკრები გაიქცა გუნდის ექიმთან ერთად. 2013 წელს ქვეყანა ამავე მეთოდით დატოვა კიდევ 11-მა ფეხბურთელმა თავინათ მწვრთნელთან ერთად.აღნიშნული ფაქტები დღესაც მრავლად ფიქსირდება.მიუხედავად ამისა,ერიტრეას სახელმწიფოს ფეხბურთის ფედერაცია ფარ-ხმალს არ ყრის და კვლავაც აქტიურად განაგრძობს ძველი (გაქცეული) კადრების ახლით ჩანაცვლებას. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>