გივი ფრანგიშვილი – “ბედისწერა”
ჩვენ ცოდვილთათვის ოთხი ლურსმანით ჯვარს აცვეს ქრისტე,
მეხუთე ლურსმანს ვერ მიაგნეს,გამქრალა სადღაც,
კაცობრიობას დაუგროვდა ცოდვები ისევ
და ამიტომაც სისხლიანი დაგვაჩნდა დამღაც.
შევისისხლხორცეთ ურწმუნება მრავალმა ხარბად
და ამისათვის,ეს სოფელი გვტანჯავს და გვმუსრავს,
დადგება დრო და ბედისწერა სუყველას ალბათ
ჩვენთვის ინახავს განსასჯელად მეხუთე ლურსმანს.