„დამაკვირდი”

1. „აზრის სიღრმე, წარმოსახვის სიძლიერე და სულის აქტიურობა – აი, რა არის გენია”. – დენი დიდრო – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ბევრი უნდა ვისწავლოთ, ცოტა მაინც რომ ვიცოდეთ”. – შარ ლუი დე მონტესკიე

* * *

3. „მეგობრებიდან ბედნიერ შემთხვევაზე მხოლოდ წვეულნი მოვლენ, უბედურ შემთხვევაში კი თავისით მართებთ მოსვლა, დაუპატიჟებლად”. – ისოკრატე

* * *

3. „უმჯობესია გმირის ქვრივი იყო, ვიდრე – ლაჩრის ცოლი”. – ნიკოლოზ კარამზინი

* * *

4. „ადამიანის სიამაყეს საჩუქრით მოტეხენ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. „ქვეყნიერება იმის ღირსი არ არის, რომ ორი ხელმწიფე ჰყავდეს. მას უნდა განაგებდეს ერთი და ისიც ჩემებრ მახინჯი”. – თემურ ლენგი

* * *

6. „მამის მტერი შვილის მეგობარი არასდროს იქნება”. – აინი

* * *

7. „ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც არ უნდა იყოს, ბრიყვი ძაღლივით იქცევა”. – თედორე დოსტოევსკი

* * *

8. „როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ აღარაფერი რჩება ისეთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება მისცეს”. – იმანუელ კანტი

* * *

9. „რა ბევრს დაკარგავდა ჩვენი სიხარული, სხვებთან გაუზიარებელი”. – მარკუს ტულიუს ციცერონი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. „პატარა ფულს – ოფლის, ხოლო დიდს – სისხლის სუნი აქვს”. – ფრენსის ბეკონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>