ნამგალი – “ეპიზოდი”
მცენარეთა მოჭრის ერთ-ერთ საშუალებას – ნამგალს,ადრეულ ეპოქებში მაცხოვრებელი უნგრელი და რუმინელი ხალხი არა მარტო სოფლის სამეურნეო იარაღად განიხილავდა,არამედ სხვა და ერთობ უცნაური დანიშნულებისთვისაც გამოიყენებდა.კერძოდ,ძველი უნგრელები და რუმინელები გარდაცვლილებს კისერზე ნამგლებს უკეთებდნენ და ასეთივე სახით ასაფლავებდნენ.ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში,რომ თუკი მიცვალებული საფლავიდან წამოდგომას შეეცდებოდა,ნამგალი მას ამის საშუალებას არ მისცემდა და მიცვალებულს თავს მოჰკვეთდა. (ავტორი გენია.ჯი)