ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
1912 წლის ივნისის თვეში დიდმა ირლანდიელმა დრამატურგმა,მწერალმა და რომანისტმა – ჯორჯ ბერნარდ შოუმ (1856-1950 წლები) დასრულა თავისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო პიესის – “პიგმალიონი”-ს დაწერა,რომელიც პირველად გამოქვეყნებული იქნა 1913 წელს.მას შემდეგ,რაც განხორციელდა “პიგმალიონის” პრემიერა,აღფრთოვანებულმა პუბლიკამ გამაყრუებელი ოვაციებისა და ტაშის ფონზე სცენაზე პიესის ავტორს უხმო.იმ დროს,როდესაც შოუ სცენაზე ავიდა,მხურვალე ოვაციას ერთი სტვენა შეერია.მოულოდნელად ბერნარდი იმ იარუსისაკენ შეტრიალდა საიდანაც სტვენა გაისმა და დამსტვენს ხელი დაუქნია,შემდგომ კი მხიარულად შესძახა: “სავსებით გეთანხმებით,მეგობარო,მაგრამ მარტო მე და შენ აბა ამდენ ხალხთან რას გავხდებით?” – (ავტორი გენია.ჯი)