პილატე პონტოელი – “ეპიზოდი”
უფალი ჩვენი – იესო ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე იუდეაში მონეტა უნდა მოეჭრათ,რომლის ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი,ხოლო მეორე მხარეს კი პილატე პონტოელის (რომის პრეფექტი იუდეაში 26-36 წლებში),იგივე პონციუს პილატეს მცირე გამოსახულება უნდა გამოესახათ. (ავტორი გენია.ჯი) ქრისტეს განსჯის დღეს,პილატეს ცოლმა – კლაუდია პროკულამ (ბერძნული,კოპტური და ეთიოპური ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხილი) ქმარს იესოსთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა, და როდესაც მისგან არასათანადო პასუხი მიიღო,ჰკითხა:
- რით გამოისყიდი შენს დანაშაულს,თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება?
- თუ ის ძე ღვთისაა,იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი,რასაც მე გავაკეთებ,ის იქნება,რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე”.
საგულისხმოა ის გარემოება,რომ ძველი რომაელებისათვის მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა უდიდეს პატივად იყო მიჩნეული და ამ პატივზე უარის თქმაც საკმაოდ რთულ მისიას წარმოადგენდა.ცნობილი რომაელი ბიოგრაფის – ჰერმედიუსის გადმოცემის თანახმად,როდესაც პილატე ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში დარწმუნდა,მან თავისი დანაპირები მართლაც შეასრულა და კატეგორიულად აკრძალა მისი გამოსახულების ამოტვიფრა მონეტებზე.იმ პერიოდიდან მოყოლებული იერუსალიმში მოჭრილ მონეტებზე მხოლოდ და მხოლოდ კეისრების გამოსახულებები იყო აღბეჭდილი. (ავტორი გენია.ჯი)
პილატე და კლაუდია