ირაკლი აბაშიძე – “ჩვენი ნანგრევები,ჩვენი სიმღერები”

ჩვენი ნანგრევები მაინც ღმერთებია;

ჩვენი ნანგრევები თან გვდევენ მუნჯად;

ჩვენი ნანგრევები აისბერგებია,

მათ ზღვაში მხოლოდ მწვერვალი უჩანთ.

* * *

ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია,

ჩვენი სიმღერები მაღალ მთებს ჰგვანან;

ჩვენი სიმღერები პირამიდებია -

მათ უკან საუკუნეები დგანან.

კომენტარის დატოვება