უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”

მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი საქმეებისა,გაერთიანებული სამეფოს ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები) თავისი კანცელარიისათვის შესაფერის კადრებს მაინც თავად არჩევდა.ერთხელ პრემიერის კანცელარიაში პირადი მდივნის თანაშემწის ადგილი განთავისუფლდა.აღნიშნული მოვალეობის შესრულების მოსურნე ადამიანებს ჩერჩილი ხვდებოდა და გასაუბრებას უწყობდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც პირადი მდივნის თანაშემწის ადგილის დასაკავებლად იღწვოდა,უინსტონს შეხვდა.ჩერჩილმა პრეტენდენტს გამოკითხა სახელი,გვარი და წარმომავლობა.პასუხების მიღების შემდგომ უინსტონმა სიგარას მოუკიდა და ჰკითხა:

- რამდენი წლის ბრძანდებით,ახალგაზრდავ?

- 29 წლის,სერ, – უპასუხა მან.

- დაქორწინებული ბრძანდებით?

- დიახ,სერ.

- შვილები გყავთ?

- ოთხი,სერ.

ინფორმაციამ იმის შესახებ,რომ 29 წლის ახალგაზრდას რომ 4 შვილი ჰყავდა უინსტონის დიდი გაკვირვება გამოიწვია.მან სიგარას ღრმა ნაფაზი დაარტყა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ ახალგაზრდას მიმართა:

- თქვენ,ალბათ გეცოდინებათ,თუ რაოდენ მიყვარს კუბური სიგარების მოწევა.მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მიყვარს ამ საქმის კეთება,მე მაინც ვაკეთებ შესვენებებს…

თქვენც დაფიქრდით ამაზე… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება