ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი წვეულების მიმდინარეობისას,დიდ ირლანდიელ მწერალთან და დრამატურგთან - ჯორჯ ბერნარდ შოუსთან (1856-1950 წლები) ახალგაზრდა მანდილოსანი მივიდა და ჰკითხა:
- თუ შეიძლება მიპასუხეთ,რატომ შექმნა ღმერთმა ჯერ მამაკაცი,ხოლო შემდეგ ქალი?
- იმიტომ,რომ უფალს არ სურდა მამაკაცის შექმნის პროცესში ქალს მისთვის რჩევა მიეცა, – მახვილგონივრულად უპასუხა დიდმა ირლანდიელმა ლიტერატორმა. (ავტორი გენია.ჯი)