ზიგმუნდ ფროიდი – “ეპიზოდი”
ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გერმანიაში ნამდვილი “აუტოდაფეების” მოწყობა დაიწყო იმ გენიალური პიროვნებების ნაშრომთათვის (წიგნებისათვის),რომლებიც ნაცისტების პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის გამართულ აუტოდაფეზე გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში დაწვეს გენიალური ავსტრიელი ფსიქოლოგის,ფსიქიატრისა და ნევროლოგის – ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939 წლები) წიგნებიც.მას შემდეგ,რაც აღნიშნული ინფორმაცია ფროიდისათვის გახდა ცნობილი,მან ერთობ ირონიულად შენიშნა:
- აი,ხომ ხედავთ,რაოდენ დიდ პროგრესს მიაღწია კაცობრიობამ! თუკი შუა საუკუნეებში თავად წიგნის ავტორს,ანუ მე დამწვავდნენ,ახლა ისინი მხოლოდ ჩემი წიგნების დაწვით კმაყოფილდებიან! (ავტორი გენია.ჯი)