ვილჰელმ კონრად რენტგენის შესახებ…

გენიალური გერმანელი ფიზიკოსი და იქს-სხივების (რენტგენის გამოსხივება) აღმომჩენი პროფესორი - ვილჰელმ კონრად რენტგენი (1845-1923 წლები),რომლის სახელიც ეწოდა მთელ მეცნიერებას – რენტგენოლოგია,პირველი ფიზიკოსი გახლავთ ისტორიაში,რომელსაც “ნობელის პრემია” მიენიჭა 1901 წელს ფიზიკისა და ქიმიის დარგში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიუხედავად მედიცინასა და მეცნიერებაში მიღწეული უდიდესი წარმატებებისა,იგი მაინც მეტად მოკრძალებულ ადამიანად დარჩა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.თუმცა ბიოგრაფები შენიშნავენ,რომ რენტგენი ერთობ უხიაგი ხასიათითაც გამოირჩეოდა,რის გამოც კონფლიქტი მოუვიდა გერმანიის კაიზერთან – ვილჰელმთან. (ავტორი გენია.ჯი) სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 24 წლის ასაკში. 1895 წლის 8 ნოემბრის საღამოს (პარასკევი დღე), 50 წლის ასაკში მყოფმა კონრადმა მისი სამეცნიერო კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი “იქს-სხივები” აღმოაჩინა.თუმცა აღნიშნული აღმოჩენის შესახებ მან შემდგომი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ სამიოდე სტატია გამოაქვეყნა.ისიც საკმაოდ მშრალი და ყოველგვარი ეპითეტების გარეშე. და ეს მაშინ,როდესაც რენტგენის აღმოჩენას სხვადასხვა ავტორებმა 49 წიგნი და 1000-მდე სტატია მიუძღვნეს.

მას შემდეგ,რაც გერმანიამ ომი გამოიუცხადა რუსეთის იმპერიას (პირველი მსოფლიო ომი),სრულიად აპოლიტიკურმა მეცნიერმა ვილჰელმ რენტგენმა უარი განაცხადა პროფესორის ხარისხზე და თავის ლაბორატორიაში გამოიკეტა,სადაც აქტიურად განაგრძობდა მეცნიერულ მოღვაწეობას.საგულისხმოა ის გარემოებაც,რომ სტუდენტებს რენტგენის ლექციებზე დასწრება არ უყვარდათ მისი უხიაგი ხასიათისა და მოსაწყენი ლექციების ჩატარების გამოისობით.შესაბამისად,რამდენიმე ხნის განმავლობაში რენტგენი პრაქტიკულად ყველას მიავიწყდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფიიდან გამოსაყოფია ის ფაქტიც,რომ ვილჰელმმა ყველა მისი ჯილდო ნობელის პრემიის ჩათვლით გაყიდა და აღებული თანხა თავის ქვეყანას გადასცა.გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,ვილჰელმი ფიზიკურად ძალიან დასუსტდა (ერთ კვირაში 20 კილოგრამი დაიკლო).თუმცა იმის გამო,რომ ფინანსები არ გააჩნდა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა.სწორედ ამ დროს დაუდგა მას მხარში ცნობილი რუსი ფიზიკოსი – აბრაამ იოფე,რომელმაც საკუთარი სახსრებით წაიყვანა იგი ექიმთან.საავადმყოფოში ვიზიტის შემდგომ გადაღებული რენტგენის შედეგად გაირკვა რომ,ვილჰელმს მსხვილი ნაწლავის კიბო აწუხებდა.ექიმი-რენტგენოლოგი,რომელმაც გასინჯა რენტგენი გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა იმით,როდესაც მისი პაციენტის ვინაობა გაიგო.თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდა იმას,რომ მისი პაციენტი გახლდათ “რენტგენის გამოსხივების” აღმომჩენი მეცნიერი.როდესაც იგი ამაში დარწმუნდა,მან კატეგორიული უარი განაცხადაპაციენტსაგან ფულის აღებაზე.სიკვდილის წინ ვილჰელმმა გაანადგურა მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომების უმეტესობა და წერილები.უკიდურეს სიღატაკეში მაცხოვრებელი ვილჰელმ კონრად რენტგენი გარდაიცვალა 1923 წლის 10 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>