სატანიზმი – “ეპიზოდი”
კაცობრიობისდა საუბედუროდ,მსოფლიოში დღითი დღე მრავლდება ისეთი რელიგიურ-ოკულტური მიმდინარეობის მქონე სექტები,როგორიც არის – სატანიზმი.ქრონოლოგიას რომ მივყვეთ,აღმოვაჩენთ,რომ პირველად სატანიზმმა თავი იმ უძველეს რელიგიებში იჩინა,სადაც ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ მკაცრ,სასტიკ და ულმობელ ღმერთებს.სატანა,როგორც ეშმაკი,თავდაპირველად ფორმირებული იქნა იუდაიზმში,საიდანაც ფართოდ ჰპოვა გავრცელება ჰალკიდეურ,ბაბილონურ და ძველ ეგვიპტურ რელიგიებში. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ ათასწლეულების გასვლის მიუხედავად,სატანიზმი კი არ ამოძირკვულა,არამედ პირიქით – გაძლიერდა.სატანა კი,როგორც ბოროტების სიმბოლო,ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში დამკვიდრდა.მათ შორის ქრისტიანობაშიც.დღეისათვის მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არის გავრცელებული სხვადასხვა სატანისტური სექტები.მაგალითად,თანამედროვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული 1 100-ზე მეტი სატანისტური სექტა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ აშშ-ი სატანისტური სექტების მომრავლებას ძალიან შეუწყო ხელი ამავე ქვეყნის რიგით მეორმოცე,ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – რონალდ უილსონ რეიგანმა.მან 1987 წელს,თავის საჯარო გამოსვლაში აღიარა სატანისტების საჭიროება ამერიკის თანამედროვე ცხოვრებაში,რის შემდეგაც ქვეყნის კონგრესმა მიიღო რიგი კანონებისა,რომელთა მიხედვითაც დაცულია სატანისტების უფლებები.მათ შორის საჯარო სამსახურეობრივი მოვალეობების შესახებაც.ინგლისური საინფორმაციო სააგენტოს – Reuters-ის ინფორმაციის თანახმად,აშშ-ის ჩრილოეთში მდებარე ქალაქ დეტროიტში სულ ცოტა ხნის წინათ გაიხსნა ბრინჯაოსაგან დამზადებული 2,7 მეტრი სიმაღლის მქონე – სატანის ძეგლი,რომლის წონა ერთი ტონაა.სატანას თხის თავი,თხისვე ფეხები,ადამიანის ტანი და ფრთები აქვს.შოკისმომგვრელი გახლავთ ისიც,რომ სატანის მუხლებთან ორი პატარა ბავშვი დგას (გოგონა და ბიჭი).აღნიშნული ძეგლის გახსნას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო და მათ ეს “ღირშესანიშნავი” მოვლენა – “დიდება სატანა”-ს ყვირილის ფონზე აღნიშნეს.ნიშანდობლივია ისიც,რომ სატანისტები კვლავაც აპირებენ ეშმაკის რამდენიმე ქანდაკების აღმართვას,რასაც ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.თუმცა,თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ სატანის პირველი ძეგლიც მათი პროტესტის ფონზე იქნა აღმართული,სავარაუდოდ,შემდგომი სატანის ძეგლების აღმართვაშიც ვერავინ შეუშლის ხელს სატანისტებს. (ავტორი გენია.ჯი)
დეტროიტში აღმართული სატანის ძეგლის ესკიზი