ზულფიყარი
ზულფიყარი – წარმოადგენდა ისლამის დამაარსებლისა და ყურანის მიხედვით,ალაჰის უკანასკნელი მოციქულის – მუჰამადის ორლესულ ხმალს,რომელიც მუსლიმანურ სამყაროში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ზულფიყარი პრე-ისლამურ არაბეთშიც ყველაზე სახელგანთქმული ხმალი იყო და იგი მუჰამადამდე ერთ-ერთ მექელს,ვინმე – მუნაბიჰ იბნ ჰაჯაჯის ეკუთვნოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხმალი ისლამის დამაარსებელმა 624 წლის 17 მარტს გამართული ბადრის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა ნადავლის სახით.ცნობისათვის,სწორედ ქალაქ ბადრისთან გამართული ბრძოლა იყო პირველი დიდი ბრძოლა,სადაც მუსულმანები კურაიაშებს (არაბული ტომი,რომელიც მექის ძირითად მოსახლეობას შეადგენდა) დაუპირისპირდნენ.მუჰამადის შემდგომ ზულფიყარი შიიტთა პირველ იმამსა და სუნიტთა მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფას – ალი იბნ აბუ ტალიბს (599-661 წლები) გადაეცა,რომელიც თავის მხრივ წინასწარმეტყველ მუჰამადის ბიძაშვილი,სიძე და მემკვიდრე იყო.საყურადღებოა,რომ სწორედ აბუ ტალიბი გახლდათ ის პირველი ბავშვი,რომელმაც ისლამი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
ზულფიყარის შესახებ ისლამურ სამყაროში უამრავი ლეგენდა იყო გავრცელებული.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,იგი განსაკუთრებულ მაგიურ ძალასა და ჯადოსნურ თვისებებს ფლობდა.შუა აზიელი ხალხის ლეგენდის თანახმად კი,როდესაც ალი არ ბრძოლობდა,ზულფიყარს ჰაერში,ყოველგვარი საკიდის გარეშე კიდებდა.თუმცა საჭირო დროს იგი გასაოცარი მეთოდით აღმოჩნდებოდა ხოლმე ალის ხელში.დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა,რომ ზულფიყარი ისლამური სამყაროს საზღვრებს იცავდა გარეშე მტრებისაგან.შესაბამისად,იგი დატანილი გახლდათ რიგი მუსულმანური ქვეყნების დროშებსა და გერბებზე.დღესდღეობით,აღნიშნული ხმლის სახელწოდების მქონე მეორე თაობის ტანკებს აწარმოებს ირანის ისლამური რესპუბლიკა. (ავტორი გენია.ჯი)
ზულფიყარის სიმბოლური გამოსახულება
ირანული ტანკი – “ზულფიყარი”