როგორ კლავდნენ სიკვდილმისჯილის სულს იუდეასა და ძველ ეგვიპტეში?!
უძველესი იუდეური კანონების თანახმად,განსაკუთრებით მძიმე და სასტიკ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ოთხი მეთოდით სჯიდნენ სიკვდილით: ქვებით ჩაქოლვა,გაგუდვა,კოცონზე დაწვა და თავის მოკვეთა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იუდეველებსა და ძველ ეგვიპტელებში აღნიშნულ სასჯელებს შორის ყველაზე სასტიკ განაჩენად – “თავის მოკვეთა” განიხილებოდა და ამის მიზეზი გახლდათ მათივე წარმოდგენა სულის არსებობის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,ისინი მიიჩნევდნენ,რომ ადამიანის სული მისსავე თავში იყო დავანებული და თავის მოკვეთის შემთხვევაში არა მხოლოდ მის სხეულს კლავდნენ,არამედ სულსაც სრულად ანადგურებდნენ.გარდა ამისა,ამ მეთოდით ისინი სიკვდილით დასჯილ პირს იმქვეყნიური ცხოვრების გზასაც უჭრიდნენ.თავის მოკვეთით ძირითადად იუდეასა და ძველ ეგვიპტეში ისჯებოდნენ მკვლელობებსა და კერპთაყვანისმცემლობაში მსჯავრდებული პირები.მოგვიანებით,რიგი ხალხის კულტურებში ტრადიციად იქცა თავმოკვეთილი ცხედრების (დამნაშავეების) განცალკავებით დასაფლავება,რადგან მათ ყველაზე ბოროტ ადამიანებად მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი)