მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები – “ეპიზოდი”
რიგი ისტორიული დოკუმენტების თანახმად – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება პირველად IX საუკუნეში დაიწყეს სპარსელებმა, და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,მათით არა მანდილოსნები,არამედ ცხენოსანი სპარსი მშვილდოსნები სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ისინი განკუთვნილი იყო მამაკაცებისათვის და არა ქალბატონებისათვის.იმ პერიოდისათვის ცხენოსანი სპარსი მშვილდოსნები სწორედ მაღალქუსილიანი ფეხსაცმელების წყალობით იმაგრებდნენ მყარად თავს უზანგებზე (ცხენით სიარულის დროს,ფეხით საყრდენის ფუნქციის შემსრულებელი მოწყობილობა),რაც თავის მხრივ ერთობ უწყობდათ ხელს მშვილდის გამოყენებაში.მას შემდგომ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებდნენ ცხენოსანი სპარსი მშვილდოსნები.დროთა განმავლობაში სპარსული კულტურა ფართოდ იქნა გვრცელებული დასავლეთის ქვეყნებში. XVII საუკუნეში მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა არა ევროპელ ჯარისკაცებში (როგორც ეს სპარსი კავალერისტების შემთხვევაში იყო),არამედ ევროპელ არისტოკრატებში.თუმცა,თავდაპირველად,აღნიშნული პროდუქციით კვლავაც მამაკაცები სარგებლობდნენ.ასეთი სახის ფეხსაცმელები იქცა კიდეც ამა თუ იმ პიროვნების სტატუსის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ატრიბუტად.რაც უფრო მაღალი და არაპრაქტიკული იყო ფეხსაცმლის ქუსლები,მით უფრო მაღალი სტატუსის მატარებელი გახლდათ მისი მფლობელი.საბოლოო ჯამში,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები,რომელთა თავდაპირველ დანიშნულებასაც ცხენოსანი სპარსი მშვილდოსნებისათვის მშვილდის სროლისათვის სათანადო პირობების შექმნა წარმოადგენდა,სუსტი სქესის წარმომადგენლების ტანისამოსის შემადგენელ ერთ-ერთ უმთავრეს და უსაყვარლეს ატრიბუტად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)