გაიუს იულიუს ჰიგინუსი
გაიუს იულიუს ჰიგინუსი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 64 წელს,ერთი ვერსიით ალექსანდრიაში,ხოლო მეორე ვერსიით ესპანეთში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ ძველრომაელ მწერალს იმ პერიოდისა.მის მასწავლებლად კი მიჩნეულია დიდი ძველბერძენი მეცნიერი და “უნივერსალურ ადამიანად” წოდებული – ალექსანდრე პოლიჰისტორი (ძვ.წ.აღ-ით 100-40 წლები).სვეტონიუსის გადმოცემის მიხედვით,ჰიგინუსი თავდაპირველად მონა გახლდათ,თუმცა განთავისუფლებული იქნა მონობისაგან,რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ და მისი დიდი ინტელექტუალური აზროვნების გამო დანიშნულ იქნა საიმპერატორო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად და ავგუსტუსის მთავარ ბიბლიოთეკარად. (ავტორი გენია.ჯი) ჰიგინუსი ავტორია მრავალი თხზულებისა,თუმცა მათგან ჩვენამდე ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია.მათ შორის ცნობილია,რომ იგი ავტორია დიდი ძველრომაელი პოეტის – გაიუს ჰელვიუს ცინას,ნაწარმოებების კომენტარების.მიუხედავად მწერლის ნაყოფიერი მუშაობისა,ჩვენამდე მისი ნაწარმოებების მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა.ჰიგინუსი ავტორია კრებულის,სახელწოდებით “მითოლოგიები”,თუმცა ისტორიკოსთა ერთ ნაწილში არის მოსაზრება,რომ აღნიშნული გრამატიკული თხზულება,დაწერილია არა ჰიგინუსის,არამედ დიდი რომაელი მწერლის – ჰიგინუს გრომატიკუსის მიერ.გარდა ამისა,მის სახელთან არის დაკავშირებული “ტრაქტატის დაწერა,სახელწოდებით “ასტრონომია”,რომელიც პირველ ლათინურ ენოვან თხზულებას წარმოადგენს ასტრონომიის მეცნიერების შესახებ.იგი ოთხი წიგნისაგან შედგებოდა და მის თხზულების დასაწერად ჰიგინუსმა უმთავრესად,ძველბერძნული წყაროები გამოიყენა.გაიუს იულიუს ჰიგინუსი გარდაიცვალა ახ.წ.აღ-ით 17 წელს. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი მნიშვნელოვანი ტრაქტატის “ასტრონომია” იმდენად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავდა და იმდენად დიდი გავლენა იქონია ამ მეცნიერების განვითარებაში,რომ საუკუნეების შემდეგ ჰიგინუსის სახელი მთვარის ერთ-ერთ კრატერსაც კი უწოდეს.